კვირის პროგნოზი 20 – 28 ნოემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.11

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
მიზანდასახულობა და თვითკონტროლი წარმატებების საწინდარი გახდება. შესაძლოა შეიცვალოთ წარმოდგენა საქმიან ან საქორწინო ურთიერთობებზე, დასახოთ ახალი მიზნები და დაიწყოთ მათი განხორციელება. ახლობლებთან ერთად დაწყებული ახალი პროექტები მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ.
კურო ♉
წარმატება გელით როგორც შემოქმედებით სფეროში. თუ გამოიყენებთ სასიკეთო შემთხვევებს, წარმატებას ადვილად მიაღწევთ ფინანსურ საკითხებში. გამოიყენეთ სხვათა გამოცდილება, რათა თქვენი საქმიანობა მეტად პერსპექტიული და მოგებიანი გახდეს.
ტყუპები ♊
გაიზრდება პირადი და საქმიანი საუბრების, მოლაპარაკებების რიცხვი. მეგობრების, ან კოლეგების მეშვეობით გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ. გაიზრდება თქვენი ინტუიცია და მიზნის მისაღწევად ადვილად ამოიცნობთ სარფიან საქმეებს.
კირჩხიბი ♋
ახალი იდეების განხორციელებაში ბევრი ადამიანი დაგეხმარებათ. საინტერესო პროექტები და საქმიანი აქტიურობა მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რათა შეინარჩუნოთ მყარი ჯანმრთელობა.
ლომი ♌
თავს სტაბილურად იგრძნობთ. მოიმატებს ახალი იდეები და ქმედითობა. არ მიაქციოთ ყურადღება უეცრად წარმოქმნილ წინააღმდეგობებს და დასახული გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში სიახლეებსა და ხშირ შეხვედრებს ხელს შეუშლის საქმეების სიუხვე.
ქალწული ♍
საქმეებში წარმატება სულიერი სიმშვიდის საწინდარი გახდება. რაც არ უნდა დამღლელად მოგეჩვენოთ შეხვედრები და მოლაპარაკებები, უარი არ თქვათ მათზე. ეს დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში და ფინანსურ წარმატების მოპოვებაში.
სასწორი ♎
უსმინეთ ინტუიციას. ფინანსურ საკითხებში, პრაგმატულად იაზროვნეთ. ახალი საქმიანობა, მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. ამ პერიოდში ადვილია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება, არსებული პრობლემების მშვიდად მოგვარება. ნუ ენდობით უცნობებს.
მორიელი ♏
ადრე დაგეგმილი, კარგად გააზრებული და ახლა დაწყებული ახალი საქმე მომავალში მოგებიანი აღმოჩნდება. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, რათა თქვენს რჩეულს ეჭვიანობის გრძნობა არ გაუმძაფრდეს და დაცილების მიზეზი არ გახდეს.
მშვილდოსანი ♐
მიზნების მიღწევაში მეგობრები და ახლობლები დაგეხმარებიან. კარგი დროა გადაადგილებებისთვის, ახალი კავშირების დამყარებისა და საკუთარი პოზიციების ხმამაღლა დასაფიქსირებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
თხის რქა ♑
გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მართვა. ადვილად მიიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას. სამსახურში ცვლილებები თქვენს მდგომარეობას გააუმჯობესებს. მოგზაურობა კი, საკმაოდ შედეგიანი იქნება. აკონტროლეთ ხარჯები.
მერწყული ♒
მოიმატებს სასიცოცხლო ენერგია. მოერიდეთ ფარულ მეთოდებს. კარგი დროა ახალი საქმის დაწყებისა და ადრე დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. მოგზაურობისას ნუ მიენდობით ახალ გაცნობილ ადამიანებს და მეტი პრაგმატულობა გამოიჩინეთ
თევზები ♓
მოგინდებათ ახალი პროფესიული მწვერვალების დაპყრობა. ჩანაფიქრების რეალიზება გაგიადვილდებათ ძველ პარტნიორთა დახმარებით. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის. სასიყვარულო შეხვედრები და ურთიერთობები კი, სიამოვნებას მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან