ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 20 - 26 ივნისი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.06, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

გაგიადვილდებათ უთანხმოების მოგვარება და წარმატების მიღწევა. ენერგობალანსი დაქვეითებულია. მოერიდეთ რისკს, ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ძველი სასიყვარულო პრობლემები შეგახსენებთ თავს, რაც საყვარელ ადამიანთან პრობლემის მიზეზი გახდება.

კურო ♉

მოსალოდნელ ცვლილებებს ინტუიციურად შეიგრძნობთ. ახალ ინფორმაციას ადვილად აითვისებთ. მომთმენი იყავით წინააღმდეგობების მიმართ, რათა არ წამოეგოთ პროვოკაციებს. მოგზაურობა გამოგისწორებთ გუნება-განწყობას.

ტყუპები ♊

ფინანსურ საკითხებში მეტი დაკვირვება და სიდინჯე გმართებთ. პირად და საოჯახო ცხოვრებაში, მოერიდეთ ტყუილს, რათა არ შეგექმნათ დიდი სირთულეები. გზებზე გადაადგილებისას, არ მოადუნოთ ყურადღება.

კირჩხიბი ♋

ენერგიული და იღბლიანი იქნებით. მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რის დროსაც სასურველია იხელმძღვანელოთ, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული უტყუარი ინფორმაციით. შესაძლოა, ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება გადაწყვიტოთ.

ლომი ♌

კარგი დროა დასვენებისა და მკურნალობის ჩასატარებლად. მოგზაურობა ბევრ სიამოვნებას მოგიტანთ. შესაძლოა, პირადი ცხოვრების დიდი ნაწილი შეგნებულად დაუმალოთ გარშემომყოფებს, რისი მეშვეობითაც თავს აარიდებთ ზედმეტ მითქმა-მოთქმას.

ქალწული ♍

სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მეგობრულ წრეში, რაც შეიძლება აისახოს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე. გააქტიურდება სასიყვარულო სფეროც, თუმცა ამ დროს მეტად მგრძნობიარე და ეჭვიანიც გახდებით. საქმიანი ურთიერთობა, შესაძლოა რომანტიკულში გადაიზარდოს.

სასწორი ♎

სირთულეებს ადვილად დაძლევთ. პროფესიულ წინსვლას განაპირობებს სტრატეგიულად აზროვნების უნარი და ტაქტის გრძნობა. შეიძლება დროებით საყვარელ ადამიანზე დამოკიდებული გახდეთ, რაც მასთან კონფლიქტის საბაბი გახდება. მოგზაურობა კი, ყველა სირთულეს დაგავიწყებთ.

ღრიანკალი ♏

დახარჯული შრომა, თავის შედეგებს გამოიღებს, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება. სჯობს გეგმაზომიერად გააგრძელოთ დასახული მიზნისკენ სვლა. ამაში კი, დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ საყვარელი ადამიანებისგან.

მშვილდოსანი ♐

ნუ ენდობით უცნობებს, რათა არ მოტყუვდეთ. ოჯახის წევრთა დახმარებით, გაიზრდება თქვენი შემოსავალი. მოერიდეთ მოგზაურობას და სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვისას. ეცადეთ ხშირად დაისვენოთ.

თხის რქა ♑

შესაძლოა მცირედი პრობლემები შეიქმნას თანამშრომლებთან. ოჯახში დიპლომატის როლში მოგიწევთ ყოფნა. ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ხელს შეგიწყობთ ახალი გეგმების განხორციელებაში. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა კი, ხანმოკლე აღმოჩნდება.

მერწყული ♒

ეს პერიოდი დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო შეხვედრებით და კოლეგებთან წარმატებული თანამშრომლობით. მოგზაურობა კი, თქვენს წინსვლასა და ფინანსურ ზრდას მოემსახურება. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბება უცხოელთან ან შორს მცხოვრებ ადამიანთან.

თევზები ♓

ბედი გაგიღიმებთ საბანკო საქმესა და კომერციაში. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული დამოკიდებულება, გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას და ხვალინდელი დღის იმედს. ახლო მოგზაურობა კი, ახალი შთაბეჭდილებებით აგავსებთ და ახალ ადამიანებთან დაგაკავშირებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი