ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 2 – 8 აგვისტო

№31

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 02.08, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

ვერძი ♈

ნუ ეცდებით დიქტატორული თვისებების გამოვლენას და მეტად მომთმენი იყავით ახლობლებთან. არ ვარგა ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. სასიყვარულო ურთიერთობები კი, შეიძლება დაიძაბოს თქვენი დაღლილობისა და უხეშობის გამო.

კურო ♉

დაქვეითდება ენერგობალანსი. არ გარისკოთ. მოერიდეთ საქმეში, ან პირადი ზრახვებისთვის სხვისი ფულის გამოყენებას. ეცადეთ დამოუკიდებლად იმოქმედოთ და აკონტროლეთ ემოციები. საყვარელ ადამიანთან, გაგიადვილდებათ ურთიერთობა. მოგზაურობა კი, სჯობს გადადოთ.

ტყუპები ♊

გარშემომყოფები თქვენგან ელიან გააზრებულ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, სჯობს გადაწყვეტილებებიცა და პირველი ნაბიჯებიც მოგვიანებით გადადგათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ საყვარელ ადამიანთან არ იყოთ აგრესიული. მოერიდეთ მოგზაურობას.

კირჩხიბი ♋

ბიზნესის, ფინანსური ან სამსახურებრივი სირთულეების გადალახვისას, გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო სიტუაცია და მხოლოდ შემდგომ იმოქმედეთ. მოერიდეთ კრედიტების აღებას. მოუთმენლობა, სასიყვარულო ურთიერთობებს მეტად გაართულებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი ♌

გაუთვალისწინებელი მოვლენები და მოულოდნელი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის მაუწყებელია. მოერიდეთ დიდ ხარჯებს. ორაზროვან სიტუაციებში სჯობს გარკვეულ დათმობებზე წახვიდეთ. მოგზაურობა სასიამოვნოდ ჩაივლის.

ქალწული ♍

გართულდება ცხოვრებისეული მოვლენები. საქორწინო ან საქმიან პარტნიორებთან, შესაძლებელია სერიოზული უთანხმოება. შესაძლებელია, ცხოვრების თავიდან დაწყების სურვილი დაგეუფლოთ. მოგზაურობისას კი, ზედმეტად ნუ მოდუნდებით და გამოიჩინეთ სიფრთხილე.

სასწორი ♎

მატერიალური საკითხები, მეტად მნიშვნელოვანი გახდება. ნუ გარისკავთ. ნურავის ნურაფერს შეჰპირდებით და განხილვის გარეშე მოერიდეთ მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერას. დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები. პირად ცხოვრებაში კი, ეცადეთ ნაკლებად მომთხოვნი იყოთ.

მორიელი ♏

ემოციურად დაძაბული პერიოდია. თქვენი სასიცოცხლო ტონუსი დაქვეითდება. შეამცირეთ გადაადგილებები და შეხვედრები. ყოველი მიღებული ინფორმაციის შემდგომ, ყველაფერი რიგიანად გაიაზრეთ. დასვენება სასიკეთოდ აისახება თქვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე.

მშვილდოსანი ♐

საქმეები, მოითხოვს მთელ თქვენს ენერგიას, რის გამოც ცოტა დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. გაიზრდება ხარჯი. ეცადეთ, ხარჯოთ მხოლოდ თქვენი დანაზოგი და არ გამოიყენოთ სხვისი ფული.

თხის რქა ♑

ენერგიის უკმარისობა ემოციურ დისბალანსს გამოიწვევს, რაც შესაძლოა ცუდად აისახოს საქმიან ურთიერთობებზე. გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა. კარგია ძველი კავშირების აღდგენა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება.

მერწყული ♒

კონფლიქტების მოგვარებისას, წინასწარი გათვლების გარეშე, არაფერი მოიმოქმედოთ. პირად და საოჯახო სფეროში, სიმშვიდე მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. მოგზაურობები კი დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.

თევზები ♓

განმარტოებისას შესაძლოა, ჩამოგიყალიბდეთ საინტერესო შემოქმედებითი გეგმები. გაიზრდება ფარული საქმიანობები და კავშირები, რამაც შეიძლება სასიყვარულო პარტნიორის ეჭვი და გაბრაზება გამოიწვიოს. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი