ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 2 - 8 მაისი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 02.05, 2022 წელი

ასტროლოგი მიხეილ
ცაგარელი Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოერიდეთ კოლეგებთან კონფლიქტს და იმპულსურად მოქმედებას, რათა არ დაუშვათ სერიოზული შეცდომები. დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაში. კარგია დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლა და განმუხტვა.

კურო ♉

ახალი ადამიანების მიმართ სიფრთხილეა საჭირო. მოერიდეთ დიდ ხარჯებს და ფული ხელმომჭირნედ ხარჯეთ. სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბებისა ან გაღრმავებისას შინაგანი შიშებისგან განთავისუფლდებით. მოგზაურობა სასიკეთოდ აისახება ჯანმრთელობაზე.

ტყუპები ♊

პირად და სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია ინტრიგები, შანტაჟი ან ტყუილი. განმუხტვისათვის დაუკავშირდით იმ ადამიანებს, რომლებთანაც შეძლებთ მოურიდებლად ყველაფერზე საუბარსა და რჩევის მიღებას. მოგზაურობას შესაძლოა ხელი შეეშალოს.

კირჩხიბი ♋

რთული დროა. სიახლეებია მოსალოდნელი ოჯახში. ბავშვებს და მათ განათლების საკითხებს, მეტი ყურადღება დასჭირდება. საყვარელ ადამიანს ნუ დაუმალავთ რეალურ სიტუაციას და ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

ლომი ♌

კონფლიქტებია მოსალოდნელი. ეცადეთ გააკონტროლოთ ემოციები, რათა არავის ატკინოთ გული ისე, რომ ვეღარ შეძლოთ ურთიერთობის გაგრძელება. ეცადეთ ყველა საბუთი წინასწარ მოაწესრიგოთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი, შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით.

ქალწული ♍

დახარჯული შრომის შედეგით, კმაყოფილი არ იქნებით, თუმცა იგი დიდ წინსვლასა და მოგებას გპირდებათ. ძველი პრობლემები მოგვარდება. სასიყვარულო სფეროში მაღალია ილუზიების ალბათობა, თუმცა კამათი შეიძლება დიდი კონფლიქტის საბაბი გახდეს. მოგზაურობა გადადეთ.

სასწორი ♎

ერიდეთ ფინანსურ ავანტიურებსა და მაქინაციებს. წინასწარ გაიაზრეთ სათქმელი, დამაჯერებლად მოიქეცით და არ იკამათოთ. სამსახურის, ან პროფესიის ცვლილება რთულად მისაჩვევი მოგეჩვენებათ. მოგზაურობები სჯობს გადადოთ და მეტად მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას.

მორიელი ♏

აუცილებელი იქნება ადრე დასახული გეგმების მშვიდად და გეგმაზომიერად შესრულება. შესაძლოა პირადი, ან საოჯახო პრობლემების გადაჭრა მოგიხდეთ, რაც დაუკავშირდება საქორწინო ან სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მყარი იქნება.

მშვილდოსანი ♐

საქმიანი შეხვედრები ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. უეცარი რომანტიკული ურთიერთობის გამო შესაძლოა უსიამოვნება მოგივიდეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან. აუცილებლად დაისვენეთ, რათა ორგანიზმი არ გამოფიტოთ.

თხის რქა ♑

თავს ენერგიულად იგრძნობთ. ფარული მტრები თავის რეალურ სახეს დაგანახვებენ, თუმცა კრიზისულ სიტუაციებს ადვილად დასძლევთ. ეცადეთ არ ეკონფლიქტოთ საყვარელ ადამიანს და მინიმუმამდე შეამციროთ კონტაქტები. დადებითად ჩაივლის მოგზაურობები.

მერწყული ♒

ყურადღება გაამახვილეთ საბუთების სისწორეზე და ეცადეთ ოჯახის წევრებთან არ იკამათოთ. გადაღლა, ემოციურობასა და გაღიზიანებულობას გაგიზრდით. შორეული მოგზაურობა რეკომენდებული არაა, თუმცა აგარაკზე დასვენება ახალ ძალას შეგძენთ.

თევზები ♓

ახალ გარემოებებთან შეგუება არ გაგიჭირდებათ და ახალ პირობებში მუშაობა სასურველ შედეგს მალე გამოიღებს. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დეტალი და აუღელვებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები. ნებისმიერი მოგზაურობა სჯობს დროებით გადადოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი