ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 18 – 24 ნოემბერი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 18.11

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

თავს სტაბილურად იგრძნობთ. ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება უეცრად წარმოქმნილ წინააღმდეგობებს და დასახული გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში სიახლეებსა და ხშირ შეხვედრებს ხელს შეუშლის საქმეების სიუხვე. მოგზაურობები დადებითად ჩაივლის.

კურო ♉

გაიზრდება კონტაქტები. მეგობრების, ან კოლეგების მეშვეობით გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ. გაიზრდება ინტუიცია. ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანი ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას.

ტყუპები ♊

თუ თავდაჯერებულად იმოქმედებთ, ადვილად შეძლებთ ჩანაფიქრების განხორციელებას. ადრე დაგეგმილი, გააზრებული და ახლა დაწყებული ახალი საქმე მომავალში მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდება. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ.

კირჩხიბი ♋

ახალი იდეების განხორციელებაში ბევრი ადამიანი დაგეხმარებათ. საინტერესო პროექტები და საქმიანი აქტიურობა მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რათა შეინარჩუნოთ მყარი ჯანმრთელობა.

ლომი ♌

კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, შეხვედრებისათვის, ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ოღონდ ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. გააკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს. შემოქმედებითი სამუშაო და შეხვედრები, მოგებას მოგიტანთ.

ქალწული ♍

კარგი დროა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. კონტაქტები, გადაადგილებები, ახალი ნაცნობობა, გაგიუმჯობესებთ განწყობას და შეგმატებთ ხალისს. პირად ურთიერთობებში კი რეფორმებს ნუ დაიწყებთ.

სასწორი ♎

სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ეცადეთ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები. თქვენი პერსპექტივები იზრდება. პირადი უსიამოვნება კი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს. ენერგიის აღსადგენად ხშირად ისეირნეთ ბუნებაში.

მორიელი ♏

ოჯახის წევრებისაგან მიღებული რჩევები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გაიზრდება მომხიბვლელობა, რაც თქვენს კომუნიკაბელურობასა და საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის.

მშვილდოსანი ♐

ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს. მოთმინებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ადვილად დასძლევთ ბარიერებს. კარგი დროა ცოდნის გასაღრმავებლად და მოკლე გადაადგილებებისთვის. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს. განცდა და ნერვიულობა ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

თხის რქა ♑

ენერგიული და შემოქმედებითი პერიოდია. გამოსწორებას დაიწყებს ადრე დაწყებული საქმეები, მაგრამ რისკსა და აზარტულ თამაშებს მოერიდეთ, რადგან ფულთან დაკავშირებულ მანიპულაციებში ფორტუნამ არ გიმტყუნოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იქნებით იმპულსური და ემოციური.

მერწყული ♒

შესაძლოა სახლთან და ოჯახთან დაკავშირებული ძველი ჩანაფიქრების განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში კი, სჯობს დროულად წახვიდეთ დათმობებზე. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებს და შეძლებისდაგვარად გადადეთ სამედიცინო ოპერაციები.

თევზები ♓

ნიჭი და ენერგია მიმართეთ პროფესიული საქმიანობისკენ. ფანტაზიის უნარი, დაგეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანსა და ახლო ნათესავებთან. უმჯობესია, პერიოდულად დაისვენოთ და ჩაიტაროთ წყლის პროცედურები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა