ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 17 – 23 იანვარი

№3

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.01, 2022 წელი

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

აკეთეთ მხოლოდ ის, რაც მარტივად გამოგივათ. ნუ იმოქმედებთ ძალისმიერად და ნურავის შეეწინააღმდეგებით. მეტად უსმინეთ ინტუიციას. სასიყვარულო ურთიერთობა სწრაფად განვითარდება. მოგზაურობისას მოერიდეთ მაღალ სიჩქარესა და აზარტს, რათა არ დაშავდეთ.

კურო ♉

დადებითად განვითარდება ფინანსური საქმეები. ოჯახური პრობლემების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ. შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან.

ტყუპები ♊

იზრუნეთ კარიერაში ზრდაზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე. გააფართოვეთ როგორც პროფესიული, ასე პირადი საურთიერთო ჰორიზონტები. მოგზაურობა სასიკეთოდ ჩაივლის, დასვენება კი გაგიძლიერებთ ჯანმრთელობას. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია დაიწყოს სასიამოვნო ცვლილებები.

კირჩხიბი ♋

პრობლემის მიუხედავად, გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. მოიფიქრეთ და მოამზადეთ ახალი პროექტები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ. საყვარელი ადამიანის დახმარებით, პირად ცხოვრებაში მოიმატებს ხალისი. კარგი დროა, იმიჯის შესაცვლელად. მოგზაურობისას კი, მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ლომი ♌

ზრდას დაიწყებს თქვენ ენერგია, გაუმჯობესდება ქმედითუნარიანობა და კონტაქტურობა. მოგებას მოგიტანთ დამატებითი სამუშაო. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, მეტად დამოუკიდებელსა და ძლიერს გაგხდით. ხანმოკლე მოგზაურობები, დადებით შედეგს გამოიღებს.

ქალწული ♍

მეტ ყურადღებას მოგთხოვთ სახლი და ოჯახი. საქმეში და ფინანსებში წარმატებისათვის, ყურადღება მიაქციეთ პარტნიორების პოზიციებსა და რჩევებს. მოგზაურობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. ჯანმრთელობის გასაკაჟებლად კარგია ვარჯიში.

სასწორი ♎

ნებისმიერ საკითხში იხელმძღვანელეთ პირადი პრინციპებით და ნუ შეუშინდებით ჩანაფიქრების განხორციელებას. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, ბერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ექსტრემალურ გართობას. კარგია მკურნალობის დაწყება.

მორიელი ♏

მოსალოდნელია კონტაქტის გაწყვეტა იმ ადამიანებთან, ვისთან ურთიერთობაც სასიკეთო არ არის თქვენთვის. პერიოდი არახელსაყრელია მოგზაურობისთვის. სასიყვარულო ურთიერთობაში გაუგებრობებს ადვილად აარიდებთ თავს, თუ ყველაფერს არ გაკონტროლებთ და ძალისმიერად არ მოიქცევით.

მშვილდოსანი ♐

ენერგია მიმართეთ მატერიალური პრობლემების გადასაჭრელად. მოსალოდნელია ურთიერთობის გამწვავება კონკურენტებთან. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის აღდგენაში და მიზნის სწორად არჩევაში.

თხის რქა ♑

ინტენსიური შემოქმედებითი პერიოდია. მოგებას მოგიტანთ ახალი საქმე, ან ახალ პარტნიორებთან დადებული კონტრაქტები და გარიგებები. სასიყვარულო ურთიერთობებში, სჯობს ნაკლებად იეჭვიანოთ, რათა გაუგებრობები უსიამოვნებების მიზეზი არ გახდეს.

მერწყული ♒

არ გაგიჭირდებათ სამომავლო გეგმებისა და მიზნების ჩამოყალიბება. ახალი კავშირები ხელს შეუწყობს ცხოვრებისეული ფასეულობების კორექციას. სასიყვარულო ურთიერთობაში კი, ეცადეთ მეტად გამოამჟღავნოთ რომანტიკულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა.

თევზები ♓

მოიმატებს აქტიურობა და თავდაჯერებულობა. საქმეებში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გექნებათ, თუმცა ეს საკმარისი იქნება ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად. გაზრდილი ინტელექტუალური შესაძლებლობები კი, კარიერაში წარმატებებს გიქადით. ზედმეტად არ გადაიღალოთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი