ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 16-22 თებერვალი

№7

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

არ შეუშინდეთ სირთულეებს. ახალი საქმეების დაწყება, სჯობს გადადოთ. არ გირჩევთ, შორეულ მოგზაურობას და საქმიან მოლაპარაკებებს, სამაგიეროდ, შესაძლებელია სასიყვარულო ურთიერთობის გამოსწორება.

კურო ♉

იყავით ოპტიმისტურ განწყობაზე და მოთმინება გამოიჩინეთ. დიდ ენერგიის ხარჯვამ, შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგირთულოთ. სასიყვარულო პარტნიორთან კონფლიქტს კი, ნუ გაამწვავებთ თქვენი ჯიუტი პრინციპების გამო.

ტყუპები ♊

მოიმატებს ენერგია. ყველასთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას და ეცადეთ, გააკონტროლოთ ქცევები და სიტყვები. სარისკო საქმეებზე კი, სჯობს უარი თქვათ.

კირჩხიბი ♋

თავი აარიდეთ უკანონო ქმედებებს და საქმეში არ გარისკოთ. მომთმენი იყავით, რათა გართულებები არ მოჰყვეს სასიყვარულო ურთიერთობას. მინიმუმამდე შეამციროთ კონტაქტები, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგრადი მდგომარეობა.

ლომი ♌

თავს ენერგიულად იგრძნობთ და გაგიჩნდებათ ახალი გეგმების განხორციელების სურვილი. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ურთიერთობისას, მეტად ტაქტიანი და ყურადღებიანი იყავით.

ქალწული ♍

მიზნის მისაღწევად, გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. სასიყვარულო სფეროში გაუგებრობები, ადვილად მოგვარდება, თუ ზედმეტად ემოციური არ იქნებით. დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობას.

სასწორი ♎

მიმდინარე მოვლენებისადმი ინტერესი გაიძულებთ გადახედოთ ცხოვრებისეულ მიზნებს. გაზრდილი შინაგანი დაძაბულობა, დაასუსტებს ინტუიციას. საქმიანი და სასიყვარულო-საქორწინო ურთიერთობებში გაგიადვილდებათ, სიტუაციის გაკონტროლება.

მორიელი ♏

გაიზრდება ინტუიცია. მუშაობისას, აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების წესები. დროებით გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი საქმეების დაწყება. პირად ცხოვრებაში კი, ერიდეთ შემთხვევითი კავშირების დამყარებას.

მშვილდოსანი ♐

შეიძლება გაჩნდეს გაუთვალისწინებელი სირთულეები. ადრე დასახულ გეგმებში მოგიწევთ კორექტივების შეტანა. გადაღლა და ნერვიულობა უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ახალი კავშირების დამყარებისას, შეიძლება გადააწყდეთ უსიამოვნებებს.

ხის რქა ♑

მატერიალურმა პრობლემებმა, შესაძლოა გაიძულოთ დამატებითი სამუშაოს შესრულება. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. სასიყვარულო პარტნიორთან გააკონტროლეთ სიტყვები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ხშირად დაისვენეთ.

მერწყული ♒

არაფერი შეცვალოთ, განსაკუთრებით პროფესიასთან მიმართებაში. ძველი პრობლემა, თავისით მოგვარდება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, სულიერ სიმშვიდეს შეგმატებთ.

თევზები♓

ბევრ დროსა და ძალას დახარჯავთ, ოჯახის პრობლემების მოგვარებაზე. პროფესიონალური საქმიანობა, მშვიდად შეასრულეთ. დაღლილობის შეგრძნებას ადვილად მოიხსნით, შემოქმედებითი საქმიანობის და საყვარელი ადამიანის დახმარებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი