კვირის პროგნოზი 16 - 22 დეკემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.12
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
პარტნიორებთან ერთობლივად დაწყებული საქმეები, მომავალში სასიკეთოდ წარიმართება. მოერიდეთ მაქინაციებსა და სარისკო მოქმედებებს. არ არის რეკომენდებული ფულის ვალში აღება. სულიერ კომფორტსა და ჰარმონიას მოგიტანთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.
კურო ♉
შემოსავალს მოგიტანთ საშუამავლო საქმიანობა. დადებითად ჩაივლის მოგზაურობები და შეხვედრები. ახალი სასიყვარულო და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები, დიდ სიამოვნებას მოგგვრით და შინაგანად გაგამხნევებთ.
ტყუპები ♊
დასახული მიზნის მისაღწევად, მთელი თქვენი ენერგიის კონცენტრირებაა აუცილებელი. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობები ჰარმონიას გპირდებათ. მეტი ყურადღება საჭირო ჯანმრთელობის მიმართ.
კირჩხიბი ♋
დამოუკიდებლად საქმეებს ნუ შეასრულებთ. პირად ურთიერთობებში თავისუფლების მოთხოვნილება და პასუხისმგებლობის შემცირება, სასიყვარულო პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მოდუნებასა და ენერგიის აღდგენაში, ოჯახური გარემო დაგეხმარებათ.
ლომი ♌
გაიზრდება ვალდებულებებისა და სარფიანი საქმეების რაოდენობა. ოჯახისა და პირადი ცხოვრებისათვის შესაძლოა დრო სრულებით არ დაგრჩეთ. საყვარელ ადამიანთან მეტი ტაქტი გამოიჩინეთ, რათა მისი უკმაყოფილება ადვილად გააქარწყლოთ. თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ.
ქალწული ♍
თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს შეასრულებენ ავტორიტეტული ადამიანები. მოგზაურობები, კონტაქტები და ახალი ინფორმაცია წარმატებასა და პერსპექტივებს გიქადით. მოერიდეთ იმ სიტუაციებს, რომელთა გაკონტროლებასა და მართვასაც ვერ შეძლებთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს.
სასწორი ♎
თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაღალია, ამიტომ ადვილად გაართმევთ თავს ყველა მიმდინარე საქმესა და პრობლემას. კარგი იქნება თუ გადაადგილებებს შეამცირებთ და ხშირად დაისვენებთ. პირადი ცხოვრება კი, შესაძლოა მითქმა-მოთქმის საგანი გახდეს.
მორიელი ♏
სიფრთხილე გმართებთ კოლეგებთან. დამოუკიდებლად მოქმედებისას უკეთეს შედეგს მიიღებთ. კარგი იქნება თუ დროდადრო დაისვენებთ, განმარტოვდებით და გააანალიზებთ წარსულსა და მომავალს. მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ.
მშვილდოსანი ♐
მეტად იზრუნეთ პროფესიული ჩვევების გაღრმავებასა და ახალი ცოდნის შეძენაზე. მოგზაურობისგან, სჯობს თავი შეიკავოთ. საყვარელ ადამიანის მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო, რათა შემთხვევით არ იეჭვიანოს და არ გაიბუტოს.
თხის რქა ♑
გაიზრდება ამბიციურობა. უეცარ სასიყვარულო იმპულსებს ნუ აჰყვებით და გონება ვნებაზე წინ დააყენეთ. შეამცირეთ გადაადგილებები, რადგან გზაში გაუთვალისწინებელ მოვლენებს ექნება ადგილი.
მერწყული ♒
ექსტრემალურ სიტუაციებს ადვილად გაართმევთ თავს აქტიურობით, მოთმინებითა და გამტანობით. ეს დრო გამოიყენეთ პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ბევრ სასიამოვნო წუთს გპირდებათ. კარგი დროა მოგზაურობისთვის.
თევზები ♓
მობილიზებული იქნებით, მიზანდასახულობა კი ხელს შეუწყობს იდეების ჩამოყალიბებასა და ხორცშესხმას. ინტუიცია დაგეხმარებათ ამოიცნოთ ყველა არაკეთილმოსურნე და აარიდოთ თავი მათთან ურთიერთობას. თავი შეიკავეთ რჩეულთან კამათისა და ჩხუბისგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან