ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 14 – 20 ნოემბერი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 14.11, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი

საქმიანი აქტიურობა, მომავალში დიდ შემოსავალს გპირდებათ. ნაცნობებმა და მეგობრებმა შესაძლოა ფინანსური მხარდაჭერა გაგიწიონ. სასიყვარულო პარტნიორზე ნუ იეჭვიანებთ, რადგან ეს გააუარესებს თქვენს დამოკიდებულებას. ინფორმაციას ნუ ენდობით გადაუმოწმებლად.

კურო

თამამად იმოქმედეთ პროფესიულ საქმეებში, ეს წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა ცხოვრების არენაზე გამოჩნდეს ძველი სასიყვარულო პარტნიორი. კარგი იქნება, თუ მასთან ურთიერთობას კონფლიქტის გარეშე დაასრულებთ. ოჯახის წევრების მიმართ ნუ იქნებით კრიტიკული და მომთხოვნი.

ტყუპები

აქტიურ მოქმედებებს მოერიდეთ, რათა არ გაიუარესოთ როგორც ჯანმრთელობის, ისე ფინანსური მდგომარეობა. საყვარელ ადამიანთან, ეცადეთ გამოიყენოთ დიპლომატიის უნარი და არ დაძაბოთ ურთიერთობა. მოგზაურობა და საინტერესო ხალხთან ურთიერთობა, სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც.

კირჩხიბი

გაიზრდება ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა. წარმატებით ჩაივლის მოგზაურობა. ეს კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. კოლეგებთან კონფლიქტები კი, ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ლომი

კარგი დროა ავტორიტეტის გასაძლიერებლად და მოგების მისაღებად. საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობა თქვენს სოციალურ სტატუსს აამაღლებს. საყვარელი ადამიანი არა მარტო სულიერ სიმშვიდეს, არამედ ფინანსურ დახმარებასაც გაგიწევთ.

ქალწული

ოპტიმისტური განწყობა და გამბედაობა დაგეხმარებათ ახალი წარმატებების მიღწევაში. კარგია მოგზაურობა და ახალ ხალხთან კონტაქტი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გარემოებების მიხედვით შეიცვლება და შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს დაუდოს დასაბამი.

სასწორი

თავს სანაქებოდ იგრძნობთ. თუ მეტად მომთმენი იქნებით საქმიან პარტნიორებთან, წარმატებით გაართმევთ თავს ნებისმიერი სირთულის ერთობლივ პროექტებს. საყვარელი ადამიანის პრობლემების მიმართ, მეტად ყურადღებიანი იყავით.

მორიელი

რომანტიკული და ჰარმონიული პერიოდია, აღსავსე იქნებით ენერგიითა და შემოქმედებითი იდეებით. კარგია სასიყვარულო ურთიერთობები. ახალი საქმეები მოგებას მოგვიანებით მოგიტანთ. გაიზრდება უცნაურ და საინტერესო ადამიანებთან კონტაქტების რაოდენობა.

მშვილდოსანი

საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობა, თქვენს სოციალურ სტატუსს აამაღლებს. საყვარელი ადამიანი სულიერ სიმშვიდეს და ფინანსურ დახმარებას გაგიწევთ. კარგია ცოდნის გაღრმავება. მოგზაურობას კი, შესაძლოა მოჰყვეს გლობალური ცვლილებები.

თხის რქა

ახალი კონტაქტები და საქმიანი მოლაპარაკებები მეტად პოპულარულს გაგხდით. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ მუშაობას. პირადი ურთიერთობების მოუწესრიგებლობა და საიდუმლო ინფორმაციის გაგება, შესაძლოა ცუდად აისახოს თქვენს ოჯახურ ურთიერთობაზე.

მერწყული

რაც უფრო მაღალ მიზნებს დაისახავთ, მით მოიმატებს თქვენი შემოსავალი. კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად. მოერიდეთ უკანონო მოქმედებებს. სასიყვარულო ურთიერთობებში, სრული სიმშვიდე დაისადგურებს. ნუ აჩქარდებით, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

თევზები

საზოგადოებასთან და საყვარელ ადამიანთან, ნანატრი ჰარმონია დაისადგურებს. ეს კარგი დროა ფინანსური ოპერაციებისა და ახალი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის. დასაშვებია ცოტაოდენი რისკიც. შემოსავლის ზრდა გაძლიერებს თქვენს პატივმოყვარეობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი