ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 13 – 19 იანვარი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.01

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

მოერიდეთ რისკს. რეალურად შეაფასეთ მოვლენები და გარემოებები, რათა ადვილად გააკეთოთ არჩევანი. პირად ურთიერთობებში პრეტენზიები სჯობს დროულად განაცხადოთ. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებსა და მოგზაურობებს.

კურო ♉

თავს ენერგიულად იგრძნობთ. საქმეში პრობლემების გამოსასწორებლად რადიკალურ ცვლილებებს ერიდეთ. გაიზრდება კონტაქტებისა და შეხვედრების რაოდენობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ყველა პრობლემას დაგავიწყებთ და რომანტიულ განწყობას დაგიბრუნებთ.

ტყუპები ♊

თანამოაზრეების გარეშე ნუ დაიწყებთ რადიკალურ ცვლილებებს, ნურც საქმეებში და ნურც პირად ცხოვრებაში. ეცადეთ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. კარგია დიეტის დაწყება, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

კირჩხიბი ♋

ნურავის გაუმხელთ საკუთარ გეგმებს. აკონტროლეთ ემოციები და უყაირათოდ არ ხარჯოთ ფული. შვილებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად მეგობრული და სასიამოვნო გახდება. მოგზაურობა დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე.

ლომი ♌

რთული დროა. სხვის ფულს საქმისთვის ნუ გამოიყენებთ და ეცადეთ თავი აარიდოთ კრედიტების აღებას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მჭიდრო და სანდო გახდება, რაც შეგმატებთ თავდაჯერებულობას. კარგია მკურნალობის დაწყება.

ქალწული ♍

სიფრთხილე გმართებთ მოქმედებისას. დრო დაუთმეთ წარსულის ანალიზს, რათა გაერკვეთ, თუ რაზე უნდა თქვათ უარი. ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებამდე დაასრულეთ ძველი, რათა გულნატკენი არავინ დარჩეს და არ გიმტრონ.

სასწორი ♎

შემოქმედებითი საქმიანობა შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. მიღებული ინფორმაცია კარგად გააანალიზეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ზედმეტად ნუ იაქტიურებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მოსაზიდად.

მორიელი ♏

არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, ეცადეთ მიაღწიოთ მიზანს. ყველასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, რადგან შესაძლოა მოგატყუონ როგორც საქმეში, ასევე პირად, ურთიერთობებში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ კი, შეიძლება ცვლილებები განიცადოს.

მშვილდოსანი ♐

არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას. განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ საქმიან კონტრაქტებსა და საბუთებს. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სასიყვარულო ურთიერთობას ადვილად დაარეგულირებთ გულახდილი საუბრების მეშვეობით.

თხის რქა ♑

მოერიდეთ თქვენთვის უცნობ სფეროში მუშაობას. კარგი დროა ახალი კავშირებისა და მოკლე გადაადგილებებისთვის. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს. განცდა და ნერვიულობა ცუდად აისახება თქვენს განწყობაზე.

მერწყული ♒

იდეების ხორცშესხმა სჯობს მოგვიანებით დაიწყოთ. მეტი დრო დაყავით სახლში და არ დაიზაროთ ოჯახის წევრებთან გულღია საუბარი. დაუოჯახებელმა კი, ყურადღება მიაქციეთ თანამშრომლებს, რადგან აქ შესაძლოა ახალ რომანს ჩაეყაროს საფუძველი.

თევზები ♓

დაუგეგმავი საქმეები და კონტაქტები თქვენს ცხოვრებას ქაოტურს გახდის. ახალი შემოქმედებითი იდეები და წინადადებები სიხარულს გპირდებათ. ყური უგდეთ საკუთარ ინტუიციას. ჰარმონიული ფსიქოსომატური მდგომარეობა ხელს შეუწყობს მყარ სასიყვარულო ურთიერთობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა