ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  13 - 19 დეკემბერი

№50

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.12, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ეცადეთ მოზღვავებული ემოციები და არაორდინარული იდეები არავის მოახვიოთ თავს. კარგია ახალი საქმეების გააზრება და დაწყება. დადებითად განვითარდება ნათესავებთან ერთად წამოწყებული საქმეც. მოგზაურობისას პრობლემები მოსალოდნელი არაა

კურო ♉

ხშირად დაისვენეთ. მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ. ეცადეთ არ გაამწვავოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ახალი რომანი კი, დიდხანს ვერ გასტანს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქუჩაში მოძრაობისას და მოგზაურობისას.

ტყუპები ♊

თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისგან და ეცადეთ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა. დრო გამონახეთ იმისთვის, რომ გაერკვეთ სამომავლო მიზნებში. გადაადგილებისას ხშირი იქნება პრობლემები, რაც მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს გაართულებს.

კირჩხიბი ♋

სამსახურის შემოთავაზებაზე არ თქვათ უარი. ფინანსური სტაბილურობის შესაცვლელად აუცილებელია ცხოვრებისეული ცვლილებები. კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ ჯანმრთელობას და მოერიდებით შორეულ მოგზაურობას.

ლომი ♌

მშვენიერი მიღწევები გექნებათ პროფესიულ საქმეებში. კარგი დროა ფინანსური ოპერაციებისა და ხელშეკრულებების დასადებად, მოგზაურობისათვის, ცოდნის გასაღრმავებლად. არსებობს ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობაც, რომელიც თქვენს ცხოვრებას რომანტიკულობას შემატებს.

ქალწული ♍

შესაძლოა სასიყვარულო პარტნიორზე დამოკიდებული გახდეთ არა მარტო სულიერად, არამედ ფინანსურადაც. რთულ სიტუაციებში მოერიდეთ ემოციურობას და დახმარება სთხოვეთ გამოცდილ ადამიანებს. ყურადღება გამოიჩინეთ საბუთებთან.

სასწორი ♎

ახალი კავშირები ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღებას. ოჯახის წევრებისაგან მიღებული რჩევები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გაიზრდება მომხიბვლელობა, რაც თქვენს კომუნიკაბელურობასა და საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის.

მორიელი ♏

ახალი მიზნების გამო, იტყვით უარს წარსულზე და არ მოერიდებით წინააღმდეგობებს. თუმცა სჯობს გადაწყვეტილებებიცა და პირველი ნაბიჯები ახლისკენ მოგვიანებით გადადგათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან არ იყოთ აგრესიული.

მშვილდოსანი ♐

გაგიადვილდებათ სწრაფად და მიზანმიმართულად მოქმედება და სასურველი შედეგების მიღება. იმპულსურ გადაწყვეტილებებს სჯობს ერიდოთ. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ და საბუთები ხელმოწერამდე ზედმიწევნით გადაამოწმეთ.

თხის რქა ♑

მოგიწევთ დრო დაუთმოთ ყოველდღიურ საქმეებსა და ოჯახის წევრების პრობლემებს. პირად და საოჯახო საქმეებში ახლობლების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ეცადეთ დამოუკიდებლად იმოქმედოთ. შვებას მოგიტანთ ბუნებაში გასეირნება და საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა.

მერწყული ♒

არაფერი შეცვალოთ, რადგან ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. სამსახურებრივ საქმეებში გაუგებრობებს ადვილად მოაგვარებთ. სასიყვარულო სფეროში გაითვალისწინეთ ყველა დეტალი. უცხოელებისგან მიღებული ინფორმაცია, აუცილებლად გადაამოწმეთ.

თევზები ♓

გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა, რის გამოც გეგმები გზადაგზა შეიცვლება. გაგიადვილდებათ ახლის შესწავლა, ინფორმაციის მიღება და გადამუშავება, ახალი კავშირების დამყარება და ურთიერთობა. კარგი დროა გამაჯანსაღებელი პროცედურების, სპორტისა და სულიერი პრაქტიკებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული