კვირის პროგნოზი 12 – 18 თებერვალი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 12.02
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
კარგი დროა ახალი სამსახურის, საქმიანობის ან პროექტების დასაწყებად. მოიმატებს თქვენი ფიზიკური ამტანობა. სასიყვარულო ურთიერთობაში გაუგებრობისას ეცადეთ ყველა დეტალი მშვიდი საუბრით გაარკვიოთ.
კურო ♉
ახალი შემოთავაზებები და პერსპექტივები მომხიბვლელი აღმოჩნდება და შესაძლოა დაგაფიქროთ ცვლილებებზე. არსებული სასიყვარულო კავშირი საჭიროებს ტრანსფორმაციას, რათა მომაბეზრებელი არ გახდეს. გადაადგილებები დადებითად აისახება განწყობაზე.
ტყუპები ♊
თავს სანაქებოდ იგრძნობთ, რაც მშვიდად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას მოგცემთ. რთული საკითხების გადაწყვეტისას ეცადეთ წინასწარ იპოვოთ სწორი სიტყვები. საქმეებში მცირეოდენი რისკი გამართლებულია. კარგი დროა, საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში მოსადუნებლად.
კირჩხიბი ♋
მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალი საქმეების დაწყებას. თუ არ აჩქარდებით და არ გარისკავთ, შესაძლოა ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. მოგზაურობისას გამოიჩინეთ სიდინჯე და დაკვირვება.
ლომი ♌
თავს ენერგიულად იგრძნობთ და შესაძლოა ახალ საქმიან ურთიერთობას ჩაუყაროთ საფუძველი. ამ დროს გაცნობილი ხალხი კი კარგი მეგობრები გახდებიან. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში დროულად მიიღეთ გადაწყვეტილებები და დაიწყეთ მოქმედება.
ქალწული ♍
სხვების იმედად ნუ იქნებით, ნუ მიენდობით უცხო ადამიანებსა და ახალ ნაცნობებს, მოერიდეთ ილუზიებს და პრაქტიკულად მიუდექით პირად და საქმიან მოვალეობებს. დაიცავით წესები და იყავით ყურადღებით.
სასწორი ♎
კარგი დროა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობისთვის და ბევრ ხალხთან ურთიერთობისათვის. ეცადეთ კამათის გარეშე დაუმტკიცოთ საქმიან პარტნიორებს თქვენი შეხედულებების მართებულობა. პირად ცხოვრებაში შესაძლოა დამოკიდებული გახდეთ სასიყვარულო პარტნიორზე
მორიელი ♏
მოიმატებს შემოქმედებითი პოტენციალი. რომანტიკული იქნებით, რაც გაზრდის სასიყვარულო პარტნიორის გაცნობის და ახალი ურთიერთობის დაწყების ალბათობას. ჯანმრთელობის გასაკაჟებლად კარგია ვარჯიში და ბუნებაში სეირნობა.
მშვილდოსანი ♐
კარგი დროა ახალი სამსახურის დაწყებისათვის. გაზრდილი შრომისუნარიანობა და ამტანობა, დაგეხმარებათ შემოქმედებითად მუშაობაში. თავშეკავება გმართებთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ ხშირ გადაადგილებებსა და დიდ ფიზიკურ დატვირთვებს.
თხის რქა ♑
თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. მგზავრობისა და დასვენებისას, შესაძლოა ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი.
მერწყული ♒
თქვენს შრომასა და შემართებას სათანადოდ შეაფასებენ ხელმძღვანელი პირები. პირად ურთიერთობებში არაა გამორიცხული სიურპრიზები, სასიამოვნო გარდაქმნები. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დადებით შედეგს გამოიღებს გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.
თევზები ♓
უამრავ საქმეს გაართმევთ თავს. ახალი ჩანაფიქრების განხორციელება მცირეოდენ რისკს საჭიროებს. ოჯახურ, სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან