ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  11 – 17 ნოემბერი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.11

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი და მოუსმინეთ ინტუიციას. მოგზაურობა უმჯობესია მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. არ იკამათოთ.

კურო ♉

ერთგულება და ვალდებულების გრძნობა, მიზანდასახულობა და ქცევის ნორმების დაცვა, დაგეხმარებათ არსებული ბარიერების დაძლევაში. ოჯახში და სასიყვარულო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები და მოულოდნელი ცვლილებები შინაგან დაძაბულობას შეგიქმნით, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

ტყუპები ♊

უსმინეთ ინტუიციას, რათა გაუმკლავდეთ მოწინააღმდეგეებს. ახალი საქმიანობა, მომავალში კარგ პერსპქიტივებს გპირდებათ. ამ პერიოდში ადვილია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება, არსებული პრობლემების მშვიდად მოგვარება. ნუ ენდობით უცნობებს.

კირჩხიბი ♋

ბევრ ყურადღებას მოითხოვს როგორც საქმიანი, ისე საოჯახო- პარტნიორული ურთიერთობები. სჯობს, რთული საქმეები დამოუკიდებლად არ შეასრულოთ. სასიყვარულო შეხვედრები და ურთიერთობები, სიამოვნებას მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

ლომი ♌

ოჯახსა და პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები მთელს თქვენს ყურადღებას მიიპყრობს და მოგაცდენთ პროფესიონალური საქმეებისგან. მაღალი ენერგომაჩვენებლების მიუხედავად, ეცადეთ არ გადაღალოთ ორგანიზმი ზედმეტი შრომითა და ფიქრით. მინიმუმამდე შეამციროთ კონტაქტები.

ქალწული ♍

თავს ენერგიულად იგრძნობთ. სახლის საქმეები და მოვალეობები დამღლელი მოგეჩვენებათ, რაც შეიძლება მეუღლესთან კამათის მიზეზი გახდეს. მოერიდეთ პრეტენზიების წაყენებას. ბუნებასთან კონტაქტი სულიერ წონასწორობას აღგიდგენთ.

სასწორი ♎

არ აჩქარდეთ და არ დაუშვათ შეცდომები, რომლებსაც ვეღარ გამოასწორებთ. ნუ ინერვიულებთ, რათა ამან ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოიწვიოს. მოერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობების ჩახლართვას და ნუ ეცდებით ფარულად მოქმედებას.

მორიელი ♏

გაიზრდება რისკისა და ავანტიურებისადმი ლტოლვა. ბედნიერი შემთხვევა კი, ახალ სასიყვარულო კავშირს ან ახალ მომგებიანი წინადადებას შემოგთავაზებთ. მოიმატებს საჩუქრებისა და სიურპრიზების რაოდენობა. კარგი დროა ვარჯიშისა და ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.

მშვილდოსანი ♐

გაიზრდება მოქმედებების სურვილი, თუმცა არაა გამორიცხული გარშემომყოფებთან დაპირისპირება. საქმიანი კავშირების დამყარებისას გააზრებულად გააკეთეთ არჩევანი. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა დამყარდება.

თხის რქა ♑

გაზრდილი მომხიბვლელობა დაგეხმარებათ უცხო ადამიანებთან ურთიერთობასა და საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში. მოერიდეთ თქვენი შემოსავლების აფიშირებას. გადაადგილებები და შეხვედრები თქვენი გავლენის სფეროს გაზრდის, თუმცა ახალი სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა მალევე დასრულდეს.

მერწყული ♒

ბევრ ხალხთან ურთიერთობა დამღლელი იქნება, ხოლო მოგზაურობა შედეგს ვერ გამოიღებს. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები. ხშირად დაისვენეთ, რათა დაღლილობამ ავადმყოფობა არ გამოიწვიოს.

თევზები ♓

რთულ სიტუაციაში ადვილად გამოავლენთ შემოქმედებით პოტენციალს, განჭვრეტთ მომავალ მოვლენებს და შეძლებთ გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენას. გამოიყენეთ მომხიბვლელობა, დიპლომატიურობა და მჭევრმეტყველება, რათა წინ წაიწიოთ კარიერაში და პირად ცხოვრებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა