ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  1 – 7 აპრილი

№14

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.04

ასტროლოგი მიხეილ
ცაგარელი Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ერიდეთ აზარტსა და რისკს. შეიძლება პრობლემები შეგექმნათ ბინის ყიდვა-გაყიდვის, ან გაქირავების შემთხვევაში. სასიყვარულო ურთიერთობისას გრძნობათა გამძაფრების შემთხვევაში, შეეცადეთ არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.

კურო ♉

არ აჰყვეთ ცდუნებებს. ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის მიღებისას. ოჯახში პრობლემების ან უთანხმოების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიზნის მიღწევა, რთული იქნება.

ტყუპები ♊

ეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ მიზნები და პირადი პრობლემები სხვისი განხილვის საგანი არ გახადოთ. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, შორეულ მოგზაურობებსა და უცხოელებთან საქმიან მოლაპარაკებებს. აკონტროლეთ ემოციები და სიტყვები.

კირჩხიბი ♋

კრიზისულ სიტუაციებს ადვილად დასძლევთ. ფარული მტრები თავიანთ რეალურ სახეს დაგანახვებენ. შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებით ცოდნის ან ინფორმაციის მიღება. ადრე დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა კი, შესაძლებელია ქორწინებით დასრულდეს.

ლომი ♌

პირად და საქმიან ურთიერთობებში მეტად ენდეთ ფაქტებსა და გამოცდილებას. მიზნების მისაღწევად, ან ფინანსური მოგების მისაღებად, ნუ დაარღვევთ კანონს. საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას ეცადეთ, კამათის გარეშე გადაწყვიტოთ რთული საკითხები.

ქალწული ♍

ერიდეთ გაუგებრობებს, ორაზროვან სიტუაციებში მონაწილეობასა და კონფლიქტებს. მეტად ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანსა და ბავშვებთან. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში ეცადეთ დროულად გაარკვიოთ გაუგებრობები.

სასწორი ♎

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისას არა ერთ წინააღმდეგობას გადააწყდებით. შესაძლოა საფრთხე დაემუქროს სასიყვარულო ურთიერთობას, რის გამოც მოგიწევთ გამოიჩინოთ მეტი დიპლომატიურობა. აკონტროლეთ ემოციები და ხშირად დაისვენეთ.

მორიელი ♏

არახელსაყრელი დროა რისკისა და ძალისმიერი მოქმედებებისთვის, კრედიტებისა და ვალების ასაღებად. ასევე სჯობს უარი თქვათ ახალი საქმის დაწყებაზეც. გაიზრდება კრიტიკული სიტუაციების რაოდენობა, ამიტომ ეცადეთ ემოციურად მდგრადი იყოთ.

მშვილდოსანი ♐

გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა. შეძლებთ ზოგიერთი სურვილის ასრულებას. შესაძლოა თქვენს წრეში გავლენიანია ადამიანები მომრავლდნენ, რაც თქვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას გაააქტიურებს. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში თავშეკავებული იყავით და მოერიდეთ ინტრიგებს.

თხის რქა ♑

საყვარელ ადამიანთან უთანხმოებაა მოსალოდნელი. გართულდება მატერიალური პრობლემებიც. შორეული მოგზაურობა რეკომენდებული არაა. კარგი იქნება, თუ ხშირად დაისვენებთ და მოუფრთხილდებით ჯანმრთელობას.

მერწყული ♒

საქმეში პრობლემები, სერიოზული ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. კარგი პერიოდია როგორც ფინანსური, ისე პიროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ერიდეთ საბანკო ოპერაციებს, მოგზაურობისას კი უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას.

თევზები ♓

ფინანსური გარიგებებისათვის არახელსაყრელი დროა. თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. ოჯახში არსებული პრობლემები, სჯობს დროულად მოაგვაროთ. უცხოელებთან კონტაქტი კი მინიმუმადე შეამცირეთ, რათა შეინარჩუნოთ ემოციური მდგრადობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული