ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 1 – 7 აგვისტო

№31

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.08, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

კარგი დროა ძველი კონტაქტების აღსადგენად, უცხოელებთან კავშირების დამყარებისთვის. გულის სწორთან დარღვეული ჰარმონიის აღდგენა ადვილი არ იქნება. პერიოდული დასვენება კი, აუცილებელია. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.

კურო ♉

თავი შეიკავეთ ინტრიგებისა და საიდუმლო საქმიანობისგან. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობები და კონფლიქტები დროულად მოაგვარეთ, რათა ამან ხელი არ შეგიშალოთ წარმატებულად მოქმედებაში. მოგზაურობებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.

ტყუპები ♊

ადვილად აუღებთ ალღოს ნებისმიერ საკითხს. გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა და სასიცოცხლო ძალები, კონტაქტებისა და გადაადგილებების რაოდენობა და ეს უამრავ სიამოვნებას მოგიტანთ. კარგი დროა ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვისაც.

კირჩხიბი ♋

მომავლის რეალისტური ხედვა გაგიადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ახლობლები დაგეხმარებიან. დასვენება მეგობრების წრეში სიამოვნებას მოგგვრით. მოგზაურობისას კი, შესაძლოა ახდეს თქვენი დიდი ხნის ოცნება.

ლომი ♌

მომატებული ენერგია დაგეხმარებათ ახლებურად მოქმედებასა და განვითარებაში. კარგი დროა ახალი საქმიანობის დასაწყებად. ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანსა და ახლობლებთან. კარგი პერიოდია იმიჯის შესაცვლელად.

ქალწული ♍

უყაირათოდ ნუ დახარჯავთ ფინანსებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ არ გადაიღალოთ, როგორც გონებრივად, ისე ემოციურად. კარგი დროა სასიყვარულო ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ინფორმაციას, გადაუმოწმებლად ნუ გამოიყენებთ.

სასწორი ♎

პირად ურთიერთობებში, შესაძლოა დაფიქრდეთ სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზე. შემოსავლის მიღება გაადვილდება, ამიტომ დროს უქმად ნუ დაკარგავთ და მაქსიმალურად იაქტიურეთ. მოერიდეთ ემოციურობას.

მორიელი ♏

მოიმატებს ახალი კავშირების და საინტერესო ურთიერთობების, გადაადგილებებისა და საქმიანი შეხვედრების რიცხვი. კარგი დროა მოგზაურობის დასაწყებად და ახალი, შემოქმედებითი დარგების შესასწავლად, კარიერული წინსვლისა და გართობისთვის.

მშვილდოსანი ♐

მომხიბვლელი იქნებით და არაერთ თაყვანისმცემელს შეიძენთ. შესაძლოა, ახალი სასიყვარულო ურთიერთობაც წამოიწყოთ. ორგანიზატორული თვისებების დახმარებით საქმეში წინსვლა და შემოსავალს ზრდაა მოსალოდნელი. მოგზაურობა, დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე.

თხის რქა ♑

ეს პერიოდი მნიშვნელოვანია ახალი კავშირების დამყარებისა და საჭირო მოლაპარაკებების ჩასატარებლად. დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად და საოჯახო ცხოვრებაში. ბრმად ნუ ენდობით ნურავის და გადაამოწმეთ ინფორმაცია. დასვენება სასიკეთოდ წაადგება თქვენს ფსიქიკას.

მერწყული ♒

ახალი კავშირები თქვენს სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. არ ღირს ახალ სამსახურში გადასვლა ან ახალი საქმის დაწყება. იზრუნეთ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაზე. გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილე გმართებთ. საყვარელ ადამიანთან კი, ეცადეთ მეტად გულახდილი და თბილი იყოთ.

თევზები ♓

დაამყარეთ ახალი კონტაქტები. კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის, გარეგნობის შეცვლისა და ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. ოჯახში სიტუაცია, დამოკიდებული იქნება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე. რაც უფრო გარისკავთ, მით მეტად წარმატებული იქნება საქმეები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი