კვირის ჰოროსკოპი - 4-10 იანვარი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 04.01, 2021 წელი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“:
♈ ვერძი
პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის ერთგულება ახალი პარტნიორული ურთიერთობის საფუძველი გახდება. მოერიდეთ უტაქტობას. რომანტიკულ ურთიერთობებში თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც თქვენს ემოციაზე იმოქმედებს და გუნება-განწყობაზეც აისახება.
♉ კურო
მოხდება თქვენი ცხოვრებისეული შეხედულებების ტრასფორმაცია. შემოქმედებითი საქმეები ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. კარგია კონტაქტების დამყარება. ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა. ხშირად დაისვენეთ.
♊ ტყუპები
გაიზრდება ახლისადმი სწრაფვა და ინტერესი. პროფესიულ საქმეებში გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაფერი ზედმიწევნით განსაჯეთ. გაგიადვილდებათ საქმიანი კავშირების დამყარება. კარგი დროა ახლო მოგზაურობებისათვის.
♋კირჩხიბი
თავს მხნედ იგრძნობთ და გაგიადვილდებათ ხალხთან შეხვედრა, ახალი ინფორმაციის მიღება და ათვისება. სახლში ჰარმონია დაისადგურებს. რომანტიკული განწყობა გიბიძგებთ თბილი შეხვედრებისა და გართობისკენ.
♋ ლომი
კარგია ახალი პირადი ურთიერთობის დაწყება. საქმეებს დამოუკიდებელადაც მარტივად გაართმევთ თავს. მოგზაურობისას ჩამოყალიბებული ურთიერთობები მოგების მიღებაში დაგეხმარებათ. გზებზე მოძრაობისას კი მეტი სიფრთხილე გმართებთ.
♍ ქალწული
დაიწყება აქტიური კონტაქტების პერიოდი. საქმეების სიმცირე დასვენების საშუალებას მოგცემთ. კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად. ახლო მოგზაურობა სასიამოვნოდ ჩაივლის, ახალი რომანტიკული კავშირი კი შესაძლოა, სწრაფად დასრულდეს.
♎ სასწორი
მიმდინარე მოვლენები ხელს შეგიწყობთ სამომავლო გეგმებისა და მიზნების ჩამოყალიბებაში. ახალი კავშირები ცხოვრებისეული ფასეულობების კორექციაში დაგეხმარებათ. სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი რომანტიკულობა გამოამჟღავნოთ.
♏ მორიელი
კომერციულ და ფინანსურ საკითხებს მეგობრების ხელის შეწყობით მოაგვარებთ. გაზრდილი ინტუიცია კი სწორი არჩევნის გაკეთებაში დაგეხმარებათ. კარგი დროა ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის.
♐ მშვილდოსანი
მიუხედავად დაბალი ენერგეტიკული ფონისა, ეს დრო ხელს შეუწყობს ახალი საქმეების დაწყებას, ჩანაფიქრების განხორიელებას, ახალი კავშირების დამყარებას. მოუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას პირად ნივთებს.
♑ თხის რქა
კარგი დროა ახალი საქმეების დაგეგმვისათვის, ფინანსების მოპოვებისა და სასურველი პარტნიორების შეძენისათვის. პროფესიონალიზმი და გამოცდილება წარმატების საბაბი გახდება. პირადი ცხოვრებისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის კი დრო არ დაგრჩებათ.
♒ მერწყული
მეტი ყურადღება დასჭირდება ოჯახსა და ბავშვებს. სიურპრიზები, მზრუნველობისა და სიყვარულის გამოვლენა საყვარელ ადამიანთან გაუგებრობებს გააქარწყლებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე მოძრაობისას.
♓ თევზები
ოპტიმისტური განწყობა შემოქმედებითად მუშაობისკენ გიბიძგებთ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებში სიფრთხილეა საჭირო. ურთიერთობები და ახალი ინფორმაცია წარმატებას მოგიტანთ. კარგი განწყობა კი სასიამოვნო სასიყვარულო ურთიერთობის საწინდარი გახდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან