ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№32

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 08.08, 2022 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

დღეს დაწყებული საქმე კარგად წარიმართება. კარგია კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა. მოერიდეთ მშენებლობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ცირკონი, საფირონი, ქარვა, ლაზურიტი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ძვლოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს. ატარეთ ყავისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი ან ლიმონისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები, კანი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

კარგია მოლაპარაკებები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ ნაცნობობას. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, ყვითელი იასპი, ოპალი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი და ნერვული სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის,მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ექსპერიმენტებს. კარგია პარტნიორული თანამშრომლობა, ბინის შეცვლა, სარემონტო-სამღებრო სამუშაოები. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა. მოიმატებს ნეგატიური მოვლენები. იყავით ყურადღებით და ფრთხილად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ფულის გასესხებას. ატარეთ ყვითელი, ცისფერი, ვერცხლისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, გიშერი, ციტრონი ან ცირკონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები, ტერფები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ვალის აღება ან გაცემა, საიდუმლო კავშირები. კარგია კაპიტალდაბანდება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ლურჯი, იისფერი, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიაცინტი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები ,თვალები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

ნუ გასცემთ ვალს და ნურც აიღებთ, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ფირუზისფერი, იისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, თვალები, თავი, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი