ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№38

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 18.09, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ინტიმურ კონტაქტებს, ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია თმის შეჭრა, ვაჭრობა, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ წითელი, შავი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, იასპი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, მგზავრობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, სესხის აღება. კარგია თმის შეჭრა, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

რთული მოვლენების დღეა. კარგია წყლის პროცედურები, თმის შეჭრა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, სამეცნიერო კვლევა. მოერიდეთ ბინის შეცვლას, ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ წითელი, შავი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ონიქსი, ზურმუხტი, ფირუზი ან სერდოლიკი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის

ხუთშაბათი

დაეყრდენით ინტუიციას. მოერიდეთ მშენებლობას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ნეფრიტი, ლაზურიტი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ყურის გახვრეტას, მშენებლობას, სულსწრაფობას. მოიმატებს ინტუიცია. კარგია მოგზაურობა, სამეცნიერო კვლევა, პარტნიორული თანამშრომლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა ან ლალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, ახალ კავშირებს, სტომატოლოგიურ პროცედურებს. კარგია ექიმთან კონსულტაცია, უძრავი ქონების და მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ბეჟი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

მაღალია სერიოზული შეცდომების დაშვების ალბათობა. იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ახალ კავშირებს, ვაჭრობას, გაცვლით ოპერაციებს. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, კოსმეტიკური პროცედურები, უძრავი ქონების და ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ქრიზოპრაზი, ონიქსი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლები, სახსრები, ხერხემალი, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული