ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№37

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 11.09

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

აკონტროლეთ ემოციები და გრძნობები, რათა შეცდომა არ დაუშვათ. პოზიტიური დღეა ახალი საქმის დასაწყებად, პოლიტიკური საქმიანობისთვის. ნუ აჰყვებით ჭორებს. ატარეთ შავი, ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი აქატი, სელენიტი, ზურმუხტი, ქრიზოპრაზი ან ონიქსი. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღეა

იყავით ფრთხილად. ატარეთ თეთრი, შავი, ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი ტანსაცმელი; ქვებიდან კი ტურმალინი, ზურმუხტი, ობსიდიანი ან მარგალიტი. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, გაცვლითი ოპერაციები, სტომატოლოგიური პროცედურები. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, კონტაქტები, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ბეჟი, ოქროსფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი ან ვარდისფერი სამოსი; ქვებიდან კი ცირკონი, ამეთვისტო, ობსიდიანი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღეა

აქტიური მოქმედების დღეა. კარგია საქმიანი კონტაქტები, დიეტის დაწყება, სახლის მშენებლობა. ატარეთ თეთრი, იასამნისფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ამეთვისტო, აქატი, საფირონი ან ცირკონი. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა, მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი და წინდახედული, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ატარეთ იასამნისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლაბრადორი, ონიქსი, ძოწი, აქატი, ქრიზოლითი ან ქალცედონი. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სახლის მშენებლობა, დიეტის დაწყება. სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, სისხლძარღვები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ემოციები. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სასიყვარულო კავშირი, მოგზაურობა, მოსამზადებელი სამუშაოები. ატარეთ იისფერი, მწვანე, ლურჯი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მთის ბროლი, ამეთვისტო, გიშერი ან მარჯანი. მოერიდეთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღეა

მოიმატებს ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მოგზაურობა, სასიყვარულო კონტაქტები. ატარეთ მწვანე, ლურჯი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ობსიდიანი, ალექსანდრიტი, ცირკონი ან მარგალიტი. სუსტდება ნერვული სისტემა და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...