ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№10

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.03, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, აკონტროლეთ ემოციები. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ურავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გამოცდების ჩაბარება. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ონიქსი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა:ვერძებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება გამოიწვევს დაპირისპირებებს, კონფლიქტებს, შეცდომებს და სხვა ნეგატიურ მოვლენებს. იყავით ფრთხილი და წინდახედული. კარგია დიეტის დაწყება. ატარეთ ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, მწვანე ან ყვითელი იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ოთხშაბათი

მოიმატებს სექსუალური ენერგია. შესაძლებელი იქნება რთული საკითხების გადაწყვეტა. კარგია საბანკო-საფინანსო ოპერაციები. მოერიდეთ თმის შეჭრას. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე ან ბეჟი სამოსი. ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი ან საფირონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ყელი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო კავშირები, აქტიური მოქმედება, ექიმებთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის ,კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის, ქალწუელბისთვის

პარასკევი

კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, აპარატურის შეძენა, ხელის თხოვნა, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ აგრესიას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი ნაცნობობა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. მოერიდეთ მგზავრობას და ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარმული გამოცდის დღეა, სიმშვიდესა და წინდახედულობაზე. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ ბინის შეცვლას, ვალის აღებას, მგზავრობას. კარგია თმის შეჭრა, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი ან იასპი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი