ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№3

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 16.01, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ რისკს. კარგია ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა, ახალი საქმის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა. ატარეთ შავი, წითელი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი, ზურმუხტი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებითვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

ნუ გარისკავთ. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, მარგალიტი, ზურმუხტი ან იასპი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

მოერდიეთ მშენებლობას, წესების დარღვევას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, იაგუნდი ან საფირონი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს ინტუიცია. კარგია საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება, დიზაინის შეცვლა, მგზავრობა. მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. ატარეთ ყვითელი, წითელი, ცისფერი, იისფერი ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ფირუზი, სერდოლიკი, აკვამარინი, იასპი, ნეფრიტი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებითვის

პარასკევი

აკონროლეთ ემოცია. კარგია უძრავი ქონების შეძენა, სარემონტო სამუშაოები. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, ვაჭრობას, ფიზიკურ დატვირთვას. ატარეთ ნაცრისფერი, კრემისფერი, ყვითელი, მწვანე ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აქატი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, საფინანსო ოპერაციებს, ახალ კავშირებს. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ მწვანე, ნაცრისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ზურმუხტი, ოპალი ან მალაქიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლები, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

გილოცავთ აღმოსავლური კალენდრით კატა-კურდღლის წელიწადის დადგომას! დღეს ახალმთვარეობაა-რთული ენერგიების დღე, ამიტომ იყავით ფრთხილი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია საზოგადოებრივი საქმიანობა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, შავი ,თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ვერცხლისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრინი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი