ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 21.11, 2022 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია მოლაპარაკებები, შემოქმედებითი მუშაობა, მკურნალობის დაწყება, საყიდლების გაკეთება. იყავით ფრთხილი გადაადგილებისას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი, შარდ-სასქესო სისტემა.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სამშაბათი

არ ვარგა ინტიმური კონტაქტები ,ახალი საქმის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. კარგია გეგმების დასახვა, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, იასპი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. აკონტროლეთ ემოციები. არ ვარგა ადგილსამყოფელის შეცვლა, ინტიმური კონტაქტები, სესხის აღება. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, გიშერი, ობსიდიანი ან იასპი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთავრეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ყურადღებით. ნუ გაასესხებთ და ნურც ისესხებთ ფულს. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება. კარგია ინტელექტუალური განვითარება, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, გიშერი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი, საზარდული.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია საქმიანი კავშირები, წყლის პროცედურები, მასაჟი, მგზავრობა. მოერიდეთ მშენებლობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, საფირონი ან იაგუნდი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუდუსუნი, მენჯ-ბარძაყის ძვალი, საზარდული.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

შაბათი

კარგია აქტიური დასვენება. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს და სიმძიმეების აწევას, ასევე, ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ყვითელი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კანი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ემოცია. არ ვარგა სტომატოლოგიური პროცედურები, ახალი კავშირები. კარგია უძრავი ქონების და ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარგალიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი