ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 20.06

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოიმატებს ინტუიცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. კარგია საქმიანი კონტაქტები, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო ან გიშერი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

მოიმატებს ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია. მოერიდეთ საქმის გარჩევას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. კარგია მეგობრული და სასიყვარულო კონტაქტები. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი საქმის დაწყება, ცხოვრებაში სიახლეების შეტანა. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება თავი, თვალები, სისხლძარღვები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ხუთშაბათი

ადვილად დაამყარებთ საჭირო კონტაქტებს. მოიმატებს ინტუიცია. მოერიდეთ კამათს, თმის შეჭრას, საფინანსო ოპერაციებს. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი წითელი იასპი, ლალი, იაგუნდი, ძოწი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ყველი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

მეტად გამოხატეთ გრძნობები. არ ვარგა სარისკო მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო კავშირები, მშენებლობა, აპარატურის შეძენა. ატარეთ ყავისფერი, მწვანე, კრემისფერი, ლიმონისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობა. ამიტომ, იყავით ყურადღებით. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია ვაჭრობა, სასიყვარულო კავშირები, ახალი ნაცნობობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარგალიტი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

კვირა

მოერიდეთ ეჭვიანობას და წვრილმანებზე დავას. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება, თმის შეჭრა. კარგია სავაჭრო გარიგებები, კონტაქტები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან იასამნისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, გელიოტროპი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, მხრები, ბრონქები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...