ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 23.05, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მოერიდეთ თმის შეჭრას, წესების დარღვევას, რთული საკითხების გადაწყვეტას. კარგია სასიყვარულო კავშირები. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ფირუზისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

გამახვილდება ინტუიცია. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება სესხის გაცემა ან აღება. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, ახალი კონტაქტები. ატარეთ იისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ტერფები, ლიმფური და ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის ,თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ოთხშაბათი

მოთოკეთ ემოციები. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, სტომატოლოგიურ პროცედურებს, თმის შეჭრას. კარგია მგზავრობა, ახალი საგნების შეძენა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, წითელი იასპი, იაგუნდი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ხუთშაბათი

მოიმატებს ფინანსური უსიამოვნებები. არ გადაიღალოთ. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ავეჯის შეძენა. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ლურჯი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი, ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება , თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

არ ვარგა სარისკო მოქმედებები. კარგია ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო ურთიერთობები, უძრავი ქონების შეძენა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, მწვანე, ლიმონისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მწვანე იასპი ან მარგალიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი,

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის,მერწყულებისთვის

შაბათი

მოერიდეთ სულსწრაფობას, რისკს. კარგია გაწყვეტილი კავშირების აღდგენა, სასიყვარულო ურთიერთობა, ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ყვითელი იასპი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

ნუ გადატვირთავთ გონებას, ზედმეტი ინფორმაციით. კარგია სასიყვარულო კავშირები, გართობა, ვაჭრობა, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, გიშერი ან ონიქსი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ბრონქები, ფილტვები, ხელები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი