ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№18

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 02.05, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

კარგია ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. მოიმატებს მოტყუების ალბათობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ნარინჯისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ტოპაზი ან საფირონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფილტვები, ბრონქები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტრლეთ ხასიათში ამბიციურობა. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება. კარგია მოლაპარაკებები, საბანკო ოპერაციები, რემონტის დაწყება. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან იასამნისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი, ბერილი ან ლაბრადორი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ოთხშაბათი

კარგია მოლაპარაკებები, აპარატურის შეძენა, სავაჭრო გარიგებები. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა (უძრავი ქონების ბროკერი და მისი კონსულტაციები დაივიწყეთ), ახალი საქმის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, კრემისფერი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი ან ყვითელი სამოსი ,ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ჟადეიტი, ციტრონი ან ამაზონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

სიურტპრიზების დღეა. კარგია ტექნიკის შეძენა, პარტნიორული ურთიერთობები, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ბინის შეცვლა, სესხის აღება. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარჯანი, ამეთვისტო ან რუხი ტოპაზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

პარასკევი

მოიმატებს ინტუიცია. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ადგილსამყოფელის შეცვლა, ბინის მშენებლობის დაწყება, სესხის აღება. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

არ ვარგა ფინანსური გარიგებები, მშენებლობის დაწყება, ვალის აღება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. კარგია კარგია მეგობრული კონტაქტები, ვაჭრობა, თმის შეჭრა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, ქარვა, სარდიონი, ზურმუხტი, მარგალიტი ან რუხი ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ხერხემალი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მშენებლობის დაწყება. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი