ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი  4 - 10 სექტემბერი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 04.09, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ახალი იდეების განსახორციელებლად ყველაფერი ზედმიწევნით გაამზადეთ. მოგზაურობა სჯობს გადადოთ. ფარული სასიყვარულო ურთიერთობები, ხან ვნებიანი განცდებით, ხან კი ურთიერთობების გარკვევით დაგამახსოვრდებათ.

კურო ♉

ფინანსური წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება მოთმინება და მიზანდასახულობა. მეგობრებთან ერთად დაწყებული საქმე მოგებიანი აღმოჩნდება. სასიყვარულო ურთიერთობა უფრო მყარი და ძლიერი გახდება. კარგი იქნება, თუ დაღლილობას, ქალაქგარეთ გასეირნებით მოიხსნით.

ტყუპები ♊

დადებითად გადაწყდება ფინანსებთან დაკავშირებული საქმეები. საყვარელ ადამიანთან, შესაძლოა კამათი მოგივიდეთ ტყუილის ან ეჭვიანობის ნიადაგზე. ცადეთ საბუთები წესრიგში გქონდეთ და ყურადღებით იყოს ყველასა და ყველაფრის მიმართ.

კირჩხიბი ♋

ბევრი წარმატებული მომენტის წინაშე აღმოჩნდებით და შეიძლება დაფიქრდეთ ოჯახსა და ბიზნესში სიტუაციის გაუმჯობესებაზე. კარგი დროა დასვენებისთვისაც, განსაკუთრებით, თუ ამას ოჯახთან, ან ახლობლებთან ერთად განახორციელებთ

ლომი ♌

ფინანსური მდგომარეობა სტაბილურობით არ გამოირჩევა. უცხოელებთან ერთობლივი საქმეები წარმატებით განვითარდება. მოგზაურობისას აუცილებელია სიფრთხილე. სასიყვარულო სფეროში ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ჯანმრთელობას კი, სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ.

ქალწული ♍

სასიკეთო დროა ინვესტიციებისათვის და დანაზოგის მიზნობრივად გამოსაყენებლად. მოზღვავებული ენერგია და კარგი განწყობა თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას დაუვიწყარს გახდის. შორეული მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

სასწორი ♎

მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას. მეგობრებისგან გაცნობილი ახალი ადამიანები დაგეხმარებიან დამატებითი შემოსავლის მიღებაში. საყვარელი ადამიანისგან შესაძლოა წინადადება მიიღოთ, რაც თქვენს ურთიერთობას ნაკლებად რომანტიკულს, მაგრამ მყარს გახდის. მოგზაურობისას ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიძენთ.

მორიელი ♏

ახალ ადამიანებთან კონტაქტი და თანამშრომლობა ბევრ სფეროში გაგიწევთ დახმარებას. პირად ურთიერთობებში ჰარმონია და კმაყოფილება დაისადგურებს. მგზავრობისას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მშვილდოსანი ♐

დრო არაა ხელსაყრელი ახალი საქმის დასაწყებად. აზარტი და რისკი, მხოლოდ წაგებას მოგიტანთ. სასიყვარულო ურთიერთობები კი, მეტად ჰარმონიული გახდება და შესაძლოა სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაც კი მოგიხდეთ.

თხის რქა ♑

ამ დროს დაწყებული საქმე კარგ შემოსავალს გპირდებათ. საყვარელი ადამიანის მიერ გამოთქმულ საყვედურებს კი გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. კარგი იქნება, თუ დაღლილობასა და აგრესიას ბუნების წიაღში ან ქალაქგარეთ გასეირნებით მოიხსნით, მაგრამ გზებზე გადაადგილებისას აუცილებელია ყურადღება.

მერწყული ♒

საზოგადოებრივი საქმიანობა გაზრდის თქვენს პოპულარობას. მიღებულ ინფორმაციას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. მოკლე გადაადგილებები და ახალი წრე დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში. გამძაფრდება თქვენი ყურადღება ჯანმრთელობის საკითხების მიმართაც.

თევზები ♒

სასურველი ფინანსური მდგომარეობის მისაღწევად უნდა გამოავლინოთ მოთმინება და პროფესიონალიზმი. სასიყვარულო კონფლიქტების დაძლევაში დაგეხმარებათ ახლობლების რჩევები. მოერიდეთ ფიზიკურ შრომას, ხშირად დაისვენეთ და ეცადეთ არ გადაღალოთ გონება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა