ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 22.11, 2021 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოიმატებს ადამიანებში კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, გონებამახვილობა, სულსწრაფობა. მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, ვაჭრობა. ატარეთ მწვანე, თეთრი ,ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ოპალი, აქატი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია კონფლიქტების, ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ საქმიან მოლაპარაკებებს. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილმდებარეობის შეცვლა, სესხის აღება. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ტექნიკის შეძენა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი ,რუხი ტოპაზი, გელიოტროპი, მარჯანი ან აქატი .სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშბათი

მოიმატებს გონებამახვილობა, ოპტიმიზმი, კომუნიკაბელურობა. კარგია ყიდვა-გაყიდვა, პარტნიორული ურთიერთობები. მოერიდეთ სესხის აღებას, ბინის შეცვლას, სასიყვარულო კავშირებს. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი, წითელი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, ალექსანდრიტი, ოპალი, ბრილიანტი ან ქარვა. სუსტდება კუჭი, მკერდი, გული, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი სამსახურის დაწყება, თვითშემეცნება, საოჯახო ურთიერთობები. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, ხელმძღვანელი პირების კრიტიკას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა, სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

ნუ იჩქარებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. კარგია თმის შეჭრა, პარტნიორული ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა. არ ვარგა ფინანსური გარიგებები, ბინის შეცვლა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა; თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია მეგობრული შეხვედრები, პარტნიორული ურთიერთობა, საყიდლების გაკეთება, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მოეირლებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მეტად დაისვენეთ. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია დიეტის დაწყება, ვაჭრობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ატარეთ ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, ოპალი, მალაქიტი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაწლავთა სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი