ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 13.09, 2021 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია მოტყუების ალბათობა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სამეცნიერო კვლევა, პარტნიორული ურთიერთობები. ნუ იქნებით ეჭვიანი. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, ციტრონი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით მეტად ყურადღებით. კარგია მოგზაურობა, პარტნიორული ურთიერთობები. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ქარვა, საფირონი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი, საზარდული.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: თევზებისთვის

ოთხშაბათი

მოიმატებს დიპლომატიურობა, სამართლიანობის შეგრძნება, კომუნიკაბელურობა. კარგია საოჯახო პრობლემების გადაწყვეტა. ატარეთ ბეჟი, მწვანე, ყავისფერი, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს, ახალ კავშირებს. სუსტდება სახსრები, მუხლები, ხერხემალი, კბილები.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას, ფინანსურ გარიგებებს. კარგია ახალი ნაცნობობა, მოლაპარაკებები, ახალი საქმის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, კრემისფერი, მწვანე, ლურჯი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, საფირონი ან აკვამარინი. სიზმარი ახდება. სუსტდება ხელები, სახსრები, თვალები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

გაუფრთხილდით ფულს და ძვირფასეულობას. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს და ხალხმრავალ ადგილებს. კარგია მოლაპარაკებები, მშენებლობა. ატარეთ კრემისფერი, წითელი, ყვითელი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, გიაცინტი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

იმოქმედეთ პრინციპით„შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. კარგია გეგმების დასახვა, პარტნიორული ურთიერთობები. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, კამათს. ატარეთ წითელი, ვერცხლისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის

კვირა

ნუ იქნებით ამბიციური. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებს. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ახალი საქმის დაწყება. კარგია მცენარეების დარგვა, სასიყვარულო კონტაქტები, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნაცრისფერი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი. ქვებიდან კი იაგუნდი, ქრიზოპრაზი ,აქატი, ცირკონი, ციტრონი ან ლალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი