ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 06.09, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი საქმის დაწყება, საოჯახო პრობლემების გადაწყვეტა, პოლიტიკური საქმიანობა. ნუ აჰყვებით ჭორებს. ატარეთ შავი, ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი აქატი, სელენიტი, ზურმუხტი, ქრიზოპრაზი, ონიქსი ან გიშერი. სიზმარი არ ახდება. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ვაჭრობა, ახალი კავშირები, სტომატოლოგთან ვიზიტი. სუსტდება ხერხემალი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის.

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა. მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა, რომელიც განაპირობებს ტრავმების, ავარიების, კონფლიქტების, შეცდომების, ცდუნებების, აგრესიის, დეპრესიის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობას. იყავით ფრთხილად. კარგია ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტა. ატარეთ თეთრი, შავი, ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი ტანსაცმელი; ქვებიდან კი ტურმალინი, ზურმუხტი, ობსიდიანი ან მარგალიტი. სიზმარი არ ახდება. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები,სტომატოლოგიური პროცედურები. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

ნუ განმარტოვდებით. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, ოქროსფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი ცირკონი, ამეთვისტო, ობსიდიანი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. მიაქციეთ ყურადღება სიზმარს. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ვაჭრობა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ხუთშაბათი

აქტიური მოქმედების დღეა. კარგია საქმიანი კონტაქტები, სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება. ატარეთ თეთრი, იასამნისფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი ან ვარდისფერი ტანსაცმელი; ქვებიდან კი ოპალი, ამეთვისტო, თეთრი აქატი, საფირონი, აკვამარინი ან ცირკონი. სიზმარი ახდება. აკონტროლეთ ემოციები. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

პარასკევი

ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, ნუ აიღებთ ფულს ვალად. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. ატარეთ ფირუზისფერი, იასამნისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი ან ვარდისფერი სამოსი; ქვებიდან კი ლაბრადორი, ონიქსი, მწვანე ძოწი, აქატი, ქრიზოლითი ან ქალცედონი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სახლის მშენებლობა, დიეტის დაწყება. სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, სისხლძარღვები, ფეხის კუნთები, ჯირკვლები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტურია დღის მეორე ნახევარი

ადვილად შეიძლება ძველი პრობლემების მოგვარება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სასიყვარულო კავშირი, მოგზაურობა, კაპიტალდაბანდება. ატარეთ იისფერი, მწვანე, ლურჯი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი წითელი იასპი, მთის ბროლი, ამეთვისტო, გიშერი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფეხის ტერფები, ნერვული სისტემა, კანი, ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღეა

მოიმატებს აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, უყაირათობა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მოგზაურობა, სასიყვარულო კონტაქტები. ატარეთ მწვანე, ლურჯი, ღია იისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი ობსიდიანი, ავანტურინი, ალექსანდრიტი, ცირკონი ან მარგალიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, კანი, ფეხის ტერფები, ლიმფური სისტემა, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი