კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
ტრავმულ-ავარიული დღეა, იყავით ფრთხილად. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და მოერიდეთ მოლაპარაკებებს. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა. კარგია სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
დღეს ახალმთვარეობაა და მზის დაბნელება, მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ყურადღებით და ფრთხილად. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ ცისფერი, ლურჯი, მწვანე, იისფერი ან თეთრი სამოსი ,ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, გიშერი, ცირკონი ან მარჯანი. სუსტდება თცალები, ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, ვენები.
პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა სარისკო მოქმედება. მოერიდეთ სესხის აღება-გაცემას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ძველი საქმეების დასრულება. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, გიშერი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა, ღვიძლი, ტერფები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ საიდუმლო საქმეებს, ნუ გასცემთ დაპირებებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მგზავრობა, კონტრაქტის დადება. ატარეთ იისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ტერფები, თავი, ნერვული და ლიმფური სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
პარასკევი
ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ახალი წინადადება მომგებიანი იქნება, ვაჭრობა წარმატებული. არ ვარგა ქორწინება, ფინანსური ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა, ხელშეკრულების დადება. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მოგზაურობა. ატარეთ ლურჯი, იისფერი, ცისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი იასპი, ოპალი, ან ციტრონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
სასიამოვნო სიურპრიზების დღეა. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას, პლასტიკურ ოპერაციებს. კარგია მოგზაურობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
კვირა
კარგია ხელის თხოვნა, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





