ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№15

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 12.04, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის დღეების ასტროპროგნოზი „თბილისელებისგან“:

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა – მძიმე ენერგიების დღე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იყავით ყურადღებით. მოერიდეთ თმის შეჭრას, ფინანსურ გარიგებებს, ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ ცისფერი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – გიშერი, ამეთვისტო, აქატი, იაგუნდი ან წითელი იასპი. სიზმრები არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, თვალები, ყელი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის.

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგი დღეა საქმეების დასაწყებად, ახალი ნაცნობობისთვის, ყიდვა-გაყიდვისთვის. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, მალაქიტი, ონიქსი ან მწვანე იასპი. სიზმრები არ ახდება. მოერიდეთ რისკს. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის.

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ყურადღებით. კარგია ტექნიკის შეძენა, პარტნიორული ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა. ატარეთ ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი ან ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, ონიქსი, იასპი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის.

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

ხუთშაბათი

კარგია პირადი პრობლემების გადაწყვეტა, სასიყვარულო ურთიერთობები, ახალი საქმიანი კავშირების დამყარება. ნუ იქნებით ჯიუტი და სულსწრაფი. ატარეთ ნაცრისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ტოპაზი, სარდიონი, ჰელიოტროპი ან ქარვა. სიზმრები ცუდს არ გიქადით. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის;

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მაღალია ფინანსურ და საქმიან სფეროში შეცდომების დაშვების ალბათობა. იყავით ყურადღებით და ნუ გარისკავთ. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ტოპაზი, საფირონი, გიაცინტი, ლაბრადორი ან ჟადეიტი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ხელები, მხრები, ფილტვები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის.

შაბათი

კარგია ახალი კავშირები, პარტნიორების მოზიდვა. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ტოპაზი, ციტრონი, აკვამარინი, ბერილი ან ქარვა. დღევანდელი სიზმარი შემდგომ ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის.

კვირა

მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, ვალის აღებას. მოიმატებს მგრძნობელობა. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, იისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, ოპალი, აქატი, ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი