ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№18

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 05.05

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ნიშნობას, ქორწინებას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გული, სისხლძარღვები, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

კარგია კოსმეტიკური პროცედურები, საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა ქორწინება, ახალი ნაცნობობა, რისკი. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი ან აქატი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

მოერიდეთ ქორწინებას, ახალ ნაცნობობას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რისკს. კარგია ვაჭრობა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, საბანკო-საფინანსო ოპერაციები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ემოცია. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია. მოერიდეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი ,საფირონი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, საყიდლების გაკეთება, კოსმეტიკური პროცედურები. აკონტროლეთ სიამაყის გრძნობა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, კრემისფერი, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან აკვამარინი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

არ ვარგა მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ცხოველების კასტრაცია. კარგია ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, ექიმებთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, შარდ-სასქესო სისტემა.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, ვალის აღება. კარგია გეგმების დასახვა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან გიშერი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებითვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა