ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№13

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 31.03

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღე ტრავმულია, იყავით ფრთხილად. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია ახალი ნაცნობობა, მშენებლობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

კარგია ქორწინება, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ, ყურის გახვრეტას, სულსწრაფობას და რისკიან მოქმედებებს. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, მარჯანი, ქრიზოპრაზი ან ზურმუხტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, საწორებისთვის

ოთხშაბათი

კარგია კონტაქტები, მოლაპარაკებები, ტექნიკის შეძენა, საბანკო ოპერაციები, ხელშეკრულების დადება. მოერიდეთ თმის შეჭრას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ქორწინებას. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ლაბრადორი, გელიოტროპი ან ამაზონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია მოლაპარაკებები, საბანკო ოპერაციები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, გიაცინტი ან ამაზონიტი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დაუგდეთ ყური ინტუიციას. არ ვარგა ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, მარგალიტი, ოპალი ან აქატი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, ქორწინება, სესხის აღება. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა, მცენარეების დარგვა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, მარგალიტი, მარჯანი, ოპალი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ აზრები და სიტყვები. არ ვარგა ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. კარგია მეგობრული კონტაქტები, მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა