ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№3

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოიმატებს ინტუიცია. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ სულსწრაფობას, მანქანის ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, მეგობრული კონტაქტები, ექიმთან კონსულტაცია. მოერიდეთ პროვოკაციულ მოქმედებებს და საუბრებს. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, შვი, წითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი ან იაგუნდი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, მგზავრობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. კარგია გეგმების დასახვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ზურმუხტი ან მარგალიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

მაღალია მოტყუების ალბათობა. სიფრთხილე გმართებთ გზებზე. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფობას. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება, გარიგებები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ლაზურიტი, საფირონი ან იაგუნდი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

დაეყრდენით ინტუიციას. მოერიდეთ მშენებლობას, სულსწრაფობას, ყურის გახვრეტას. კარგია უცხოელებთან ურთიერთობა, კაპიტალდაბანდება, მოლაპარაკებები, გარიგებები. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლალი, ამეთვისტო, ბრილიანტი ან ლაზურიტი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

რთული დღეა მშენებლობისთვის, ყურის გახვრეტისთვის, ახალი კავშირებისთვის. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით. კარგია მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი, მოლაპარაკებები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი, მწვანე, ყავისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, წითელი იასპი, ქარვა, ნეფრიტი ან ძოწი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა