კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 16.12
ორშაბათი
არ აჰყვეთ პროვოკაციებს. არ ვარგა ქორწინება, სახლის მშენებლობა,, სესხის აღება, ადგილსამყოფელის შეცვლა. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ოპალი, მალაქიტი ან მარჯანი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება კუჭი, მკერდი ,ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერდიეთ სახლის მშენებლობის დაწყებას, ქორწინებას, სესხის აღებას, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, აქტუალური საკითხების გადაწყვეტა, ვაჭრობა. ატარეთ ვერცხლისფერი, თეთრი, მწვანე, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, მარგალიტი, აქატი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ოთხშაბათი
კარგია შეხვედრები, ახალი სამსახურის დაწყება, თმის შეჭრა. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. არ ვარგა ფინანსური გარიგება, ხელშეკრულების დადება, ადგილსამყოფელის შეცვლა, ქორწინება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, ქარვა, მთის ბროლი, სარდიონი ან სერდოლიკი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა ფინანსური გარიგებები, ადგილსამყოფელის შეცვლა, ქორწინება. კარგია საყიდლების გაკეთება, მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
პარასკევი
ყურადღება მაიქციეთ მოვლენათა მსვლელობას. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რისკს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ატარეთ ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
საკრალური დღეა-ზამთრის მზე ბუდობა, ყველაზე გრძელი და მოკლე დღე. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას, კონფლიქტებს, აგრესიას, ახალ ნაცნობობას. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, თმის შეჭრა. ატარეთ ნაცრისფერი, კრემისფერი, მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა ნაწლავთა სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის,მშვილდოსნებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
სიურპრიზების დღეა. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, ადგილსამყოფელის შეცვლას, რისკს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, ვაჭრობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან შავი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი ან ლაზურიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან