ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№48

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 25.11

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

ეცადეთ დაიცვათ შინაგანი სიმშვიდე. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ არამოტივირებულ მოქმედებებს. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თირკმელები, ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

სამშაბათი

მოერიდეთ მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებას, მოგზაურობას, კონტაქტებს. კარგია მკურნალობის დაწყება, ქორწინება, სწრაფად შესრულებადი საქმეები. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან აკვამარინი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას. კარგია პარტნიორული თანამშრომლობა, ექიმთან კონსულტაცია, საყიდლების გაკეთება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი, ტოპაზი ან აკვამარინი სიზმარი ახდება. სუსტდება თირკმელები, კანი, ენდოკრინული სისტემა, ყელი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მგზავრობას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, სამეცნიერო კვლევა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, იასპი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

პარასკევი

კარგია ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, სამეცნიერო კვლევა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ წითელი, ლურჯი, შავი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, მარჯანი, ონიქსი, ზურმუხტი ან ობსიდიანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღეა

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყვითელი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ფირუზი, ობსიდიანი ან მარჯანი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთავრეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ყურადღებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ ვარგა მოლაპარაკებების წარმოება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია უცხოელებთან ურთიერთობა, ვარჯიში. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, გიშერი, საფირონი, ლაზურიტი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა