ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№47

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 18.11

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

კარგია აქტიური მოქმედება, შემოქმედებითი მუშაობა, ყიდვა-გაყიდვა. არ ვარგა ქორწინება, მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, თეთრი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი წამოწყება, ვაჭრობა, საოჯახო-სანათესავო ურთიერთობები. მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებას. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი, მწვანე ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი, ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ოპალი ან აქატი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება კუჭი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი,

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს მგრძნობელობა. მოერიდეთ ყურის გახვრეტას, სახლის მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ქორწინებას. კარგია კარგია ვაჭრობა, მეგობრული კონტაქტები, თმის შეჭრა. ატარეთ მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, წითელი,, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი. ქვებიდან კი, ზურმუხტი, ოპალი, მარგალიტი, ბრილიანტი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, გული, ხერხემალი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

კარგია მგზავრობა, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, ახალი სამსახურის დაწყება, თმის შეჭრა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, ნიშნობას, ქორწინებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, სერდოლიკი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულსიხლძაღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

კარგია იურიდიული საქმეები, თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება, მეგობრული კონტაქტები. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, ყურის გახვრეტას, ქორწინებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, გამოცდების ჩაბარებას, ახალი საქმის დაწყებას, რისკს. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ბეჟი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი ,აქატი ან ზურმუხტი. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, თმის შეჭრა, დიეტის დაწყება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ მწვანე, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, ყვითელი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი მწვანე ან ყვითელი იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა