კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 01.11
ორშაბათი
მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია მგზავრობა, იურიდიული საკითხების გადაწყვეტა, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოგვარება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, ამეთვისტო ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
კარგია ახალი საქმის დაწყება, უცხოელებთან კონტაქტი, სამეცნიერო კვლევა, წყლის პროცედურები, მასაჟი. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ჟადეიტი, ცირკონი, სერდოლიკი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
ოთხშაბათი
ჩამოაყალიბეთ გეგმები. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა, ექიმთან კონსულტაცია, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ვაჭრობას, გაცლით ოპერაციებს. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, ყვითელი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი ,აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ძვლები ,ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი, კბილები.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწროებისთვის
ხუთშაბათი
კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ექიმთან კონსულტაცია. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, ფინანსურ ოპერაციებს, ქორწინებას, ახალ კავშირებს. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი ,მწვანე, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, მარჯანი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი , სახსრები, მუხლები, კბილები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, მხედველობის გადაღლას, დიდხანს ფეხზე დგომას. კარგია ინტელექტუალური განვითარება, სამეცნიერო კვლევა, ადგილსამყოფელის შეცვლა. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ყვითელი, წითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, ვენები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ნერვიულობას, ზედმეტ ლაპარაკს. კარგია მეგობრული კონტაქტები, სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, დიეტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ცისფერი, წითელი, ვარდისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ამაზონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ფეხის კუნთები, ნერვული სისტემა, ვენები.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
კარგია რომანტიკული შეხვედრები, ხელის თხოვნა, მგზავრობა. არ ვარგა ვალის გაცემა, ახალი საქმის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები, თვალები.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან