ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№44

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 28.10, 2024 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

აირიდეთ კონფლიქტები. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სულსწრაფობა, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. კარგია საბანკო-საფინანსო ოპერაციები, ვაჭრობა, თმის შეჭრა. ატარეთ ნაცრისფერი, ბეჟი, მწვანე, ნარინჯისფერი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი ,აქატი, ნიქსი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

დასახეთ მომავალი გეგმები. არ ვარგა მოძრავი ქონებით ვაჭრობა, კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, მეგობრული კონტაქტები. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, კონტაქტები, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, ბეჟი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ციტრონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. კარგია სწრაფად შესრულებადი საქმეები, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი ან ობსიდიანი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მთვარის და მზის ენერგიათა დაპირისპირება. მოიმატებს ნეგატიური მოვლენების და ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა, ამიტომ იყავით ფრთხილად. არ ვარგა ხელშეკრულების დადება, მოლაპარაკებები, ყიდვა-გაყიდვა, ფულის გასესხება-სესხება, ახალი საქმის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, თეთრი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, გიშერი, ობსიდიანი ან ონიქსი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

შაბათი

დაძაბული დღეა. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მოერიდეთ ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან გიშერი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ამეთვისტო, ნეფრიტი ან სარდიონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა