ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№40

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 30.09

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

არ ვარგა ქორწინება, ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რისკი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა, თმის შეჭრა. ატარეთ მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ქორწინებას, ახალ ნაცნობობას, გამოცდების ჩაბარებას, ახალი საქმის დაწყებას, რისკს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგია დიეტის დაწყება, ყურძნის კრეფა, მოსავლის აღება. ატარეთ ნარინჯისფერი, კრემისფერი, მწვანე, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი წითელი ან ყვითელი იასპი, გიშერი, აქატი, მალაქიტი ან ონიქსი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა და მზის დაბნელება, მძიმე ენერგიების და მოვლენების დღე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იყავით ფრთხილი. მნიშვნელოვანი და ახალი საქმეები გადადეთ. არ ვარგა მოლაპარაკებები, სულსწრაფობა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქველმოქმედება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, თეთრი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, გიშერი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება. მაღალია მოტყუების ალბათობა. კარგია საყიდლების გაკეთება, მკურნალობის დაწყება, მეგობრული კონტაქტები. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტურია დღის მეორე ნახევარი

კარგია სამეცნიერო კვლევა, შემოქმედებითი მუშაობა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ სესხის აღებას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, წითელი, შავი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი ან ტოპაზი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი, სწორი ნაწლავი, ყელი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

გეომაგნიტურია დღის პირველი ნახევარი

მეტი იმოძრავეთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ვალის აღებას, მგზავრობას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო ან ლაზურიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა; ტყუპებისთვის, ლომებისთვის

კვირა

კარგია კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, რემონტი. მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, ახალი საქმის დაწყებას, ვალის აღებას. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, იასპი, ქრიზოპრაზი ან ობსიდიანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა