კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 16.09
ორშაბათი
კარგია ახალი საქმის დაწყება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მგზავრობა, კაპიტალდაბანდება, დიეტის დაწყება. მოერიდეთ სესხის აღებას, საიდუმლო საქმეებს. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, მარგალიტი, გიშერი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ვენები, ტერფები, ვენური სისტემა.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური. კარგია გარიგებები, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ სესხის აღებას ან გაცემას. ატარეთ მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო ან გიაცინტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
დღეს სავსემთვარეობაა და მთვარის დაბნელება, მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ხელშეკრულების დადებას, მოლაპარაკებებს, გადაწყვეტილებების მიღებას, ახალი საქმის დაწყებას, თმის შეჭრას, სესხის აღებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, ყვითელი, იისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი ან მარჯანი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თავი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
კარგია შემოქმედებითი მუშაობა, რთველის დაწყება, მოსავლის აღება. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ძოწი, ამეთვისტო, ლალი ან იაგუნდი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა; ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებითვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
პარასკევი
ტრავმული დღეა, იყავით ფრთხილად. კარგია ქორწინება, ახალი ნაცნობობა, ვაჭრობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე, კრემისფერი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან აქატი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღეა
მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია ქორწინება, ახალი ნაცნობობა. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ლიმონისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარგალიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელ-ყურ-ცხვირი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა; კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა; ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწულებისთვის
კვირა
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, ქორწინებას, ახალი საქმის დაწყებას, თმის შეჭრას. კარგია კონტაქტები, მშენებლობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ტოპაზი, აკვამარინი ან გიაცინტი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ხელები, მხრები, ფილტვები, ბრონქები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან