ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№37

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 09.09

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

მეტად დაეყრდენით ინტუიციას. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილ სამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირი. არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა. კარგია წყლის პროცედურები, მგზავრობა, უცხოელებთან ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა, ხელშეკრულების გაფორმება. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, სარდიონი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, საზარდული, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია მოტყუების ალბათობა. კარგია ახალი საქმის დაწყება, პარტნიორული ურთიერთობები, კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ფირუზისფერი, ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ყვითელი ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, იაგუნდი, ლალი ან სერდოლიკი . სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი, საზარდული.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია ცდუნებების ალბათობა. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, ახალ კავშირებს, გაცვლით ოპერაციებს. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ყურის გახვრეტა, მშენებლობა. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი, ლურჯი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწრებისთვის

პარასკევი

მოიმატებს სიჯიუტე. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ექიმთან კონსულტაცია, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი ,ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორილებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური. დაწყებული საქმე კარგად წარიმართება. კარგია სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, დიეტის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია მოგზაურობა, მეგობრული შეხვედრები, სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფელის შევლა, დიეტის დაწყება, რთველის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები, თვალები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა