ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№35

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 26.08

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ურთიერთობებში. მოერიდეთ თმის შეჭრას, რემონტის დაწყებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია აპარატურის შეძენა, საბანკო ოპერაციები, სავაჭრო გარიგებები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, იასამნისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. კარგია კონტაქტები, მოლაპარაკებები, მშენებლობა, საბანკო ოპერაციები. მოერიდეთ რემონტის დაწყებას, ქორწინებას, თმის შეჭრას, ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, გელიოტროპი, ამაზონიტი, ლაბრადორი ან გიაცინტი. სიზმრის ახდება საეჭვოა. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტურია დღის პირველი ნახევარი

მოიმატებს ინტუიცია. კარგია ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, მწვანე ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ზურმუხტი, აქატი ან რუხი ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი, ღვიძლი, მკერდი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ უარყოფით ემოციებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ ქორწინებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ბინის მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებას. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი რუხი ტოპაზი, ზურმუხტი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია მოლაპარაკებები, მგზავრობა, ვაჭრობა. მაღალია ფინანსური მაქინაციების ალბათობა, იყავით ფრთხილად. მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებას. ატარეთ მწვანე, თეთრი, იისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ბრილიანტი, ქარვა, სარდიონი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება კუჭი, მკერდი, ხერხემალი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის,

ნეგატიური დღეა: მერწყულებისთვის

შაბათი

მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა, ახალი სამსახურის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ნიშნობას. კარგია საყიდლების გაკეთება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა