ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№28

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 08.07

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი პროექტების დაწყება, თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფლის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ გადაღლას, ადგილსამყოფლის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია კარგია საყიდლების გაკეთება, თმის შეჭრა, იურიდიული საქმეების წარმოება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ნარინჯისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი და ნაწლავთა სისტემა, ხერხემალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი საქმის დაწყება, საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რისკს. ატარეთ ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე, ყავისფერი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალქიტი, აქატი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა; თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ხუთშაბათი

იყავით ყურადღებით, რადგან შეიძლება სიტუაცია უეცრად შეიცვალოს. გამახვილდება ინტუიცია. კარგია საბანკო-საფინანსო ოპერაციები, კომერციული საქმიანობა. მოერიდეთ გამოცდების ჩაბარებას, ქორწინებას, რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ბეჟი, მწვანე ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალქიტი, აქატი, ზურმუხტი ან ოპალი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

კარგია შეხვედრები, მოლაპარაკებები, ქორწინება, მგზავრობა, მკურნალობის დაწყება. ნუ მოექცევით სხვების ზეგავლენის ქვეშ. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით წინდახედული. ჩაუთქვით სურვილები. კარგია ქორწინება, საყიდლების გაკეთება, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, ბეჟი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, საყიდლების გაკეთება. აკონტროლეთ ემოციები და ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, წითელი, შავი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ჟადეიტი, ოპალი, ტოპაზი ან ობსიდიანი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა