ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№27

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 01.07

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

დაეყრდენით ინტუიციას. კარგია მშენებლობა, ავეჯის შეძენა, ახალი ნაცნობობა. მგზავრობა, ქორწინება. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

კარგად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. კარგია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, ვაჭრობა, მშენებლობა, ქორწინება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მგზავრობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და გარისკვას. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, ონიქსი, მარგალიტი, ზურმუხტი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ახალი საქმის დაწყებას, თმის შეჭრას, რემონტის დაწყებას. კარგია საბანკო ოპერაციები, სამეცნიერო კვლევა, სავაჭრო გარიგებები, საქმიანი შეხვედრები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი ,აკვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი ან ამაზონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

აკონტროლეთ სიტყვები. კარგია რემონტის დაწყება, კონტაქტები, მოლაპარაკებები, საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა. მოერიდეთ თმის შეჭრას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, იასამნისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

გეომანიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილმდებარეობის შეცვლა, სესხის აღება. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა. ატარეთ თეთრი ცისფერი, მწვანე, იისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, გიშერი, აქატი, მარჯანი ან ოპალი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენრგიების დღე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია ტრადიციებში ჩაღრმავება, ხალხური შემოქმედება. ატარეთ თეთრი, ცისფერი, მწვანე, იისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, მარჯანი, ზურმუხტი, აქატი ან ოპალი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება კუჭი, მკერდი ,ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მოიშორეთ ძველი ნივთები. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფლის შეცვლას, ქორწინებას. კარგია თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული