ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№24

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 10.06

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

ტრავმულ-ავარიული დღეა, იყავით ყურადღებით. კარგია მშენებლობის დაწყება. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ადგილსამყოფლის შეცვლას, ქორწინებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა, სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

დაძაბული დღეა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფლის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ყურის გახვრეტას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა, თმის შეჭრა. მოერიდეთ ახალ კავშირებს, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ნაცრისფერი, კრემისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ქორწინება, ახალი ნაცნობობა, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, სარისკო მოქმედებაა. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ყავისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა გამოცდების ჩატარება, ახალი ნაცნობობა, ქორწინება, რისკი და სულსწრაფობა. კარგია ვაჭრობა, საფინანსო-საბანკო ოპერაციები, თმის შეჭრა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ონიქსი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, საყიდლების გაკეთება, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. განთავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, მგზავრობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, ვალის აღება. კარგია გეგმების დასახვა, თმის შეჭრა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული