ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№16

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 15.04

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით ემოციებს. არ ვარგა ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა, სესხის აღება. კარგია ვაჭრობა, დიეტის დაწყება. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, მალაქიტი, აქატი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

შეამცირეთ საქმიანი კონტაქტები. კარგია თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება, ავეჯის შეძენა. მოერიდეთ ფიზიკურ და სულიერ გადაღლას, ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფლის შეცვლას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ოთხშაბათი

მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, ადგილსამყოფლის შეცვლას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარს დააკვირდით, სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

კარგია ახალი პროექტების დაწყება, მშენებლობა, თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ნიშნობას. ატარეთ წითელი, ბეჟი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სარდიონი, ქარვა, მალაქიტი, ყვითელი ან მწვანე იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებითვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

იყავით ფრთხილი და წინდახედული. აკონტროლეთ ემოცია. კარგია საქმიანი მიმოწერა. მოერიდეთ ქორწინებას, გამოცდების ჩაბარებას, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რისკი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია საბანკო-საფინანსო ოპერაციები, თმის შეჭრა. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მწვანე ან ყვითელი იასპი, ზურმუხტი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

ნუ აჰყვებით ცდუნებებს. მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს. კარგია იმიჯის შეცვლა, ქორწინება, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ქარვა ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, თირკმელები, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი