ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№10

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 04.03

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია უცხოელებთან კონტაქტი, პარტნიორული თანამშრომლობა, სამეცნიერო კვლევა, ხელშეკრულების დადება. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, იისფერი, წითელი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, საფირონი, ლაზურიტი ან იაგუნდი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

რთული დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის, ქორწინებისთვის, ახალი კავშირებისთვის. კარგია უძრავი ქონების და ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ქორწინებას. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარგალიტი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

არ არის სასურველი მცენარეების დარგვა-გადარგვა, ახალი წამოწყება. კარგია ადგილსამყოფლის შეცვლა, დიეტის დაწყება, სახლის მშენებლობა, აპარატურის შეძენა. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, წითელი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ნეფრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

ავარიული დღეა, იყავით ყურადღებით. კარგია სასიყვარულო ურთიერთობები, ტექნიკასთან ურთიერთობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, დიეტის დაწყება. მოერიდეთ მცენარეების დარგვას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

რთული დღეა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ გასცემთ და აიღებთ სესხს. კარგია მგზავრობა, ქორწინება, კაპიტალდაბანდება ატარეთ მწვანე, ფირუზისფერი, იისფერი, ლურჯი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება ტერფები, ნერვული სისტემა, თვალები, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, მოერიდეთ რისკს, ფულის სესხება-გასესხებას, მოლაპარაკებებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული