ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№9

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 26.02

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კომფლიქტური დღეა, იყავით ყურადღებით. არ ვარგა ქორწინება, ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, კრემისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, მალაქიტი, ყვითელი ან მწვანე იასპი. სიზმარი ახდება, სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ყელი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს. კარგია ხელის თხოვნა, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი ან საფირონი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება თირკმელები, ყელი, კანი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის ,კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

რთული, დაძაბული დღეა. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, პარტნიორული თანამშრომლობა, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ყვითელი სამოსი ,ქვებიდან კი ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი ნაცნობობა, შეხვედრები, ტექნიკის შეძენა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე ან შავი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

კარგია ახალი ნაცნობობა, შეხვედრები, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, მგზავრობას, სესხის აღებას. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ობსიდიანი, ტოპაზი, ოპალი, ონიქსი ან იასპი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისტვის

შაბათი

მოიმატებს ინტუიცია. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. მოერიდეთ ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ შავი, წითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე, იისფერი ან ყვითელი სამოსი ,ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისტვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ განმარტოებას, მშენებლობას, ყურის გახვრეტას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, ლაშქრობები, მეგობრული კონტაქტები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, იაგუნდი ან ნეფრიტი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული