ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№50

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 11.12, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

ნუ აჰყვებით ცდუნებებს. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ადგილსამყოფლის შეცვლა, სესხის აღება. კარგია ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, ცისფერი, ლურჯი, მწვანე ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ფირუზი ან ბრილიანტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ მშენებლობას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, სამეცნიერო კვლევა. მოიმატებს ინტუიცია. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ქარვა, ლაზურიტი, საფირონი ან იაგუნდი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა, მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება, კარგია სამეცნიერო კვლევა, ინტელექტუალური განვითარება. ატარეთ ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, იისფერი ან ბორდოსფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ნეფრიტი, აკვამარინი, სერდოლიკი, ამეთვისტო ან გიშერი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გართულდება კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ინფორმაციის მიღება. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, ახალ კავშირებს. კარგია ექიმთან კონსულტაცია უძრავი ქონების და ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია სასიყვარულო ურთიერთობები, მნიშვნელობა, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, სტომატოლოგიურ პროცედურებს. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ოპალი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლები, სახსრები, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია სამეცნიერო კვლევა, მშენებლობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, დიეტის დაწყება. ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ცისფერი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

კვირა

დაეყრდენით რეალურ ფაქტებს. კარგია ადგილსამყოფლის შეცვლა, აპარატურის შეძენა, დიეტის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, ძოწი, საფირონი, ცირკონი ან ციტრონი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, თვალები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული